Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გიორგი მამალაძისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნას უკანონოდ მიიჩნევს

22 მაისი, 2017 16:28

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" დეკანოზ მამალაძის საქმეზე სასამართლოს მიერ ადვოკატების სასამართლო დარბაზიდან გაძევებას და ბრალდებულისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნას უკანონოდ მიიჩნევს.

19 მაისს, სასამართლო პროცესზე გიორგი მამალაძეს ადვოკატები: მიხეილ რამიშვილი, გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე იცავდნენ.  მეოთხე ადვოკატი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი ეკა ლომიძე სასამართლო პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა. 

“ეკა ლომიძის ადვოკატის ორდერი საქმეში დევს და სასამართლოში იგი იცავდა და იცავს დეკანოზის ინტერესებს, რაც საქმის განმხილველი მოსამართლისთვის კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი, რადგან ეკა ლომიძე ადვოკატის სტატუსით დეკანოზის საქმეზე გამართულ წინა სასამართლო სხდომაში მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს მეოთხე ადვოკატი, ეკა ლომიძე ჰყავს, მოსამართლემ ბრალდებულს მომდევნო სხდომიდან სახაზინო წესით ადვოკატი დაუნიშნა, რითაც ეკა ლომიძეს დეკანოზის დაცვის უფლება შეეზღუდა.” – აცხადებენ ადამიანის უფლებათა ცენტრში.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ 19 მაისის სასამართლოს სხდომაზე მოსამართლემ უგულებელყო ის ფაქტი, რომ ადვოკატები სხდომის დატოვებისას ადვოკატთა ეთიკის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, ბრალდებულის ნების შესაბამისად მოქმედებდნენ და მათ სხვაგვარი მოქმედების სამართლებრივი შესაძლებლობა არ ჰქონდათ.
ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ჰყავდა მეოთხე ადვოკატი შეთანხმებით: "სასამართლოს სახაზინო ადვოკატის დანიშვნა შეიძლებოდა მხოლოდ მაშინ, თუ საქმეში არ იქნებოდა ჩართული მეოთხე ადვოკატი. მოსამართლის აღნიშნული ქმედება გარკვეულ კითხვებს აჩენს კანონიერებასთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე სამართლიანი სასამართლოს პრინციპის განუხრელი დაცვით უდა განიხილოს, ისე, რომ ობიექტურ დამკვირვებელს არ შეექმნას განცდა, პროცესის მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევით მიმდინარეობის შესახებ,” – წერია ცენტრის განცხადებაში.

19 მაისს, სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა დეკანოზმა, გიორგი მამალაძემ მისი ბრალდების საქმეზე სასამართლო სხდომების სრულად დახურვა გააპროტესტა და სასამართლო სხდომის დარბაზი დატოვა. სხდომა მასთან ერთად დატოვეს ადვოკატებმაც.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^