Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

PHR გადაცემა „ბავშვების დროს“ წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავს

24 მაისი, 2017 13:53

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" გადაცემა „ბავშვების დროს" წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურას მიმართავს.

„ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ჩანაწერის გავრცელება არის დასჯადი სისხლის სამართლის კოდექსით. ბავშვს ისევე აქვს პირადი ცხოვრება როგორც უფროსს. დედის ნებართვა არ ნიშნავს, რომ მას გაცნობიერებული აქვს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესი. ამიტომ სოციალურ სამსახურსს მივმართავთ დედის თაობაზე" - განუცხადა „ლიბერალს“ ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ანა არგანაშვილმა.

გადაცემაში საუბარი იყო ბავშვთა ონანიზმზე და წამყვანის განმარტებით არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები მშობლის თანხმობით გამოქვეყნდა. 

საგულისხმოა, რომ გუშინ გადაცემის ანონსის გავრცელების შემდეგ, სადაც ნათქვამი იყო რომ მშობლის ნებართვით გავრცელდებოდა ვიდეო, რომელზეც ბავშვის ონანიზმი იყო ასახული, უფლებადამცველებმა გადაცემის წამყვანს მოუწოდეს, არ გამოექვეყნებინა ბავშვის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა. მოწოდების მიუხედავად, დღეს გადაცემის ოფიციალურ გვერდზე აიტვირთა გადაცემა და ვიდეო, რომელიც ბავშვის პირად ცხოვრებას ასახავს. თუმცა მოგვიანებით გადაცემის შემოქმედებითმა ჯგუფმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ, დედის თხოვნით და გადაცემის ჯგუფის გადაწყვეტილებით, ბავშვის ფოტო,რომელიც გუშინ დაიდო და ვიდეო სადაც ბავშვის კადრები ჩანს, გადაცემიდან ამოჭრეს. 

ინსპექტორი: დაუშვებელია არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^