Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პაპმა ტრამპს კლიმატის ცვლილებებზე 192-გვერდიანი წერილი აჩუქა

25 მაისი, 2017 13:29

BBC-ის ცნობით, პაპმა ფრანცისკმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კლიმატის ცვლილებებზე თავისი ხელით დაწერილი 192-გვერდიანი წერილი აჩუქა. მასში დეტალურადაა აღწერილი, თუ რატომ უნდა ებრძოლოს პრობლემებს კლიმატის ცვლილებების შესახებ.

პაპი კლიმატური ცვლილებების საკითხს ჯერ კიდევ 2015 წელს, პარიზის შეთანხმების გაფორმებამდე რამდენიმე თვით ადრე, განიხილავდა.

პარიზის შეთანხმება ექსპრეზიდენტ ბარაკ ობამას ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მიიჩნევა.

პაპის წერილში სახელწოდებით: „LaudatoSi“ აღნიშნულია, რომ თითოეული მოქალაქე ვალდებულია, იზრუნოს დედამიწაზე, რადგან კლიმატური ცვლილებები განაპირობებს გარემოს, სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ საფრთხეებს.

ფრანცისკი ტრანსნაციონალური კომპანიების პასუხისმგებლობასაც უსვამს ხაზს. მისი სიტყვებით: „კომპანიები, რომლებიც ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში ხსნიან ფაბრიკა-ქარხნებს და იქ თავს უფლებას აძლევენ, აკეთონ ის, რასაც ვერასდროს გაბედავენ თავიანთ სამშობლოში და გარემოს დაცვის სტანდარტების მთელი რიგი დარღვევებით ზრდიან საკუთარი ბიზნესის კაპიტალს, ვერ ხვდებიან, რომ ამ ქმედებით ზარალს აყენებენ არა მხოლოდ იმ ერთ ე. წ. მესამე კატეგორიის ქვეყანას, არამედ მთელ პლანეტას.“

როგორც ცნობილია, აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კლიმატური ცვლილებების პრობლემას მეცნიერების მიერ გამოგონილ სიცრუესა და ჩინელების „ბლეფს“ უწოდებს. მეტიც, ფედერალურ ბიუჯეტში ტრამპი შტატების გარემოს დაცვის სააგენტოს დეპარტამენტის ფინანსების შეკვეცასაც კი გეგმავს.

ამას გარდა, ამ დრომდე უცნობია, დარჩება თუ არა აშშ პარიზის შეთანხმების ხელმომწერთა შორის. ვატიკანი აღნიშნულ საკითხსაც შეეხო და მოუწოდა ტრამპს, არ დატოვოს პარიზის ხელშეკრულების ხელმომწერთა რიგები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^