
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს პარიზის მახლობლად შეცვდა. BBC-ის ცნობით, შეხვედრაზე სირიისა და უკრაინის კონფლიქტები განიხილეს. მაკრონის განცხადებით, ის პუტინისგან მკაცრ სიტყვებს ელოდა.
ცოტა ხნის წინ ემანუელ მაკრონის საარჩევნო გუნდი რუს აგენტებს კიბერშეტევაში ადანაშაულებდნენ.
რამდენიმე დღის წინ მაკრონმა სიცილიაში, G7-ის სამიტზე განაცხადა, რომ „აუცილებელია რუსეთთან საუბარი, რადგან არსებობს მთელი რიგი საერთაშორისო საკითხები, რომლებიც არ მოგვარდება რუსეთთან მკაცრი დიალოგის გარეშე".
ვლადიმერ პუტინი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს მაკრონის ნაციონალისტ მოწინააღმდეგე მარინ ლე პენს უჭერდა. მან არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ლე პენი კრემლში მიიწვია.
ფოტო: Stephane de Sakutin/AFP