Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადვოკატი: აზერბაიჯანელი ადვოკატების თქმით, ჟურნალისტის გატაცებაში ქართველებიც მონაწილეობდნენ

30 მაისი, 2017 22:23

აფგან მუხთარლის ადვოკატები ამბობენ, რომ მის მოტაცებაში ქართველი პირებიც მონაწილეობდნენ, - ამის შესახებ „ლიბერალს" აფგანის მეგობრის, დაშგინ აგარალრის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ უთხრა. 

დაშგინ აგარალრი დღეს გამოკითხვაზე სხვა რამდენიმე პირთან ერთად გადაიყვანეს. 

TDI-ის ადვოკატი შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ აგარალრის თქმით, მასსა და აფგან მუხთარლის უკვე ერთი წელია უთვალთვალებენ. 

„ხშირად შეუმჩნევიათ უცნობი პირები, რომლებიც აედევნებოდნენ და ფოტოებს უღებდნენ ხოლმე. იყო შემთხვევა, როცა გატაცებულმა ჟურნალისტმა სახლში იპოვა მისთვის და დაშგინისთვის უცნობი პირების მიერ გადაღებული ფოტოები. მიანიშნეს, რომ უთვალთვალებდნენ. როგორც დაშგინი ამბობს, ამის შესახებ სახალხო დამცველს და სხვა უწყებებსაც აცნობეს", - ამბობს თუთბერიძე.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ადვოკატები ქართული მხარის გამოძიებით კმაყოფილები არ არიან. 

„ამ ეტაპზე პოლიცია უმოქმედოდ გვეჩვენება. თავდაპირველად უარს აცხადებდნენ საგამოძიებო მოქმედებებზე იმ მიზეზით, რომ არ იყო ჟურნალისტის ბაქოში ყოფნა დადასტურებული. მას შემდეგ რაც დადასტურდა, გამოკითხვის ეტაპზე გადავედით. აზერბაიჯანელი ადვოკატები გვეუბნებიან, რომ გატაცებაში ქართველი პირებიც მონაწილეობდნენ. სავარაუდო ინფორმაციით, ორჯერ გამოიცვალეს მანქანა და გადაკვეთეს საზღვარი", - ამბობს თუთბერიძე. 

ადვოკატი რამდენიმე ვერსიაზე საუბრობს:

„სავარაუდოა, რომ საზღვარზე გადაყვანა დიპლომატიური მანქანით მოხდა. ფაქტია, რომ ქართული სასაზღვრო პუნქტი გადაილახა ისე, რომ საპასპორტო კონტროლი არ მომხდარა. ადამიანი, რომელიც სახლში მიდიოდა, გაქრა და ბაქოში აღოჩნდა. ეს არის ქვეყანა, საიდანაც ჟურნალისტი იმის გამო გამოიქცა, რომ ჟურნალისტია. შეიძლება, რომ ჟურნალისტი საშინაო ტანსაცმელში, უსაბუთოდ, უფულოდ გადასულუყო აკრძალულ ხაზზე ისე, რომ ქართველებს გაექცა და აზერბაიჯანულ მხარეს ვერა?! ცხადია, ეს აბსურდია, რომელსაც, სავარაუდოდ, აზერბაიჯანული მხარე გამოიყენებს. ჩნდება შეკითხვა, თუ რატომ უნდა მოქცეულიყო ასე, როცა მოქმედი პასპორტი აქვს, საზღვრის გადაკვეთა შეუძლია და არავითარი დარღვევა არ აქვს ჩადენილი. მით უმეტეს, რატომ უნდა დაბრუნებულიყო ქვეყანაში, საიდანაც გამოიქცა", - ამბობს თუთბერიძე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^