„მუხთარლი ორშაბათს საღამოს თბილისში, საკუთარ სახლთან დააკავეს და ძალით ჩასვეს მანქანაში. დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, მაგრამ, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ", - ამის შესახებ „რადიო თავისუფლებას" მუხთარლის ადვოკატმა, ელჩინ სადიყოვმა განუცხადა.
ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს თავზე ტომარა ჩამოაცვეს და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გაურკვეველი მიმართულებით მიჰყავდათ.
„მანქანა ორჯერ გამოიცვალეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ და როცა მას ტომარა მოხსნეს, იგი აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხთარლის, რომლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს, აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკაონონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს. ადვოკატ სადიყოვის თქმით, სასამართლო მუხთარლის დაკავების საკითხს ოთხშაბათს განიხილავს", - წერს „რადიო თავისუფლება".