აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეთან დაკავშირებით, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით, ხვალ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქცია გაიმართება.
„მოვითხოვთ დეტალურ განმარტებებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტთან დაკავშირებით" - ნათქვამია განცხადებაში.
ჟურნალისტებმა და აქტივისტებმა დღეს აქცია მთავრობის კანცელარიასთან გამართეს.
აფგან მუხთარლი, რომელიც საქართველოში გაუჩინარდა, ამჟამად ბაქოშია დაკავებული. მისი თქმით, თბილისიდან მის გატაცებაში ქართული სპეცსამსახურებიც მონაწილეობდნენ.
ადვოკატების თქმით, ჟურნალისტი ნაცემია და მას სავარაუდოდ ნეკნი აქვს გატეხილი.
შსს გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით აწარმოებს.