Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ალექსანდრე ჯეჯელავა აფგან მუხთარლის საქმეზე - როგორც ჩანს, უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი

31 მაისი, 2017 13:17

აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან დაკავშირებით, როგორც ვიცი, საუბარია საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაზე, -  განაცხადა ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ. 

„როგორც ჩანს, ამ ადამიანმა უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი. შს სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს გამოძიება და რეალობა უნდა დაადგინოს გამოძიებამ“, - განაცხადა ჯეჯელავამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე დღეს განცხადება გაავრცელა. 

„აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. პარალელურად, მიმდინარეობს კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან. როგორც კი დადგინდება ფაქტობრივი გარემოებები, საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია" - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

„მუხთარლი ორშაბათს საღამოს თბილისში, საკუთარ სახლთან დააკავეს და ძალით ჩასვეს მანქანაში. დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, მაგრამ, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ", - ამის შესახებ „რადიო თავისუფლებას" მუხთარლის ადვოკატმა, ელჩინ სადიყოვმა განუცხადა

ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს თავზე ტომარა ჩამოაცვეს და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გაურკვეველი მიმართულებით მიჰყავდათ. 

„მანქანა ორჯერ გამოიცვალეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ და როცა მას ტომარა მოხსნეს, იგი აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხთარლის, რომლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს, აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკაონონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს. ადვოკატ სადიყოვის თქმით, სასამართლო მუხთარლის დაკავების საკითხს ოთხშაბათს განიხილავს", - წერს „რადიო თავისუფლება".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^