Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართა

31 მაისი, 2017 13:28

დღეს მთავრობის კანცელარიასთან ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით საქართველოში გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა. 

აფგან მუხთარლი ამჟამად ბაქოშია დაკავებული. მას, სავარაუდოდ, ცემის შედეგად ნეკნი აქვს გატეხილი. მუხთარლის თქმით, თბილისიდან მის გატაცებაში ქართული სპეცსამსახურებიც მონაწილეობდნენ.   

აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან ჟურნალისტის გაუჩნარების შესახებ ინფორმაციას მოითხოვდნენ, თუმცა შესაბამის უწყებებს მკაფიო განმარტება ჯერ არ გაუკეთებიათ, თუ როგორ გადალახა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი ჟურნალისტმა, რომელსაც საიდენტიფიკაციო დოკუმენტები თბილისში აქვს. 

 „თვითონ ფაქტი არის შემაძრწუნებელი, ასეთი რამე არ მომხდარა საქართველოში. ეს არის სირცხვილი მთელი ქვეყნის, სირცხვილი ხელისუფლების და ჩვენი სირცხვილიც არის, რომ ვერ მოვახერხეთ აზერბაიჯანელი დისიდენტის დაცვა. ვინ წარმოიდგენდა, რომ ასეთი რამ მოხდებოდა, თუ ეს არის კოლაბორაციონისტული საქაციელი ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების,  ამაზე საკადრისი პასუხი არის გასაცემი, ხოლო თუ ეს მოხდა ამათი უცოდინარობით, ეს კიდევ ცალკე პრობლემა არის იმიტომ, რომ ერთმა სახელმწიფომ ჩაიდინა დანაშაული მეორე სახელმწიფოში, ამაზე ხელისუფლებას აუცილებლად მოეთხოვება პასუხი“, - ამბობს IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი

აფგან მუხთარლის საქმეთან დაკავშირებით, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით აქცია ხვალ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან 11:00 საათზე გაიმართება 

„მოვითხოვთ დეტალურ განმარტებებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტთან დაკავშირებით" - ნათქვამია განცხადებაში. 

 შსს გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით აწარმოებს. სამინისტროს თქმით, ისინი კავშირზე არიან აზერბაიჯანულ მხარესთან. 

">http://

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^