Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„თავდემები" და „რესპუბლიკელები": საქმე გვაქვს ან გულგრილობასთან, ან სისტემურ დანაშაულთან

31 მაისი, 2017 13:34

„თავისუფალი დემოკრატები" და „რესპუბლიკელები" აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და ოპოზიციონერი აქტივისტის,  აფგან მუხთარლის გატაცების და ბაქოში დაპატიმრების ფაქტს განცხადებით ეხმაურებიან. ისინი ვითარებას საგანგაშოს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ „საქმე გვაქვს უკიდურეს არაკომპეტენტურობასა და დანაშაულებრივ გულგრილობასთან საქართველოს სახელისუფლებ უწყებების მხრიდან, ან  სრულიად შეგნებულ ქმედებებთან, რაც უპირობოდ შეიძლება, შეფასდეს, როგორც სისტემური დანაშაული".

პარტიები შემდეგი მოთხოვნით გამოდიან:

  • საქართველოს ხელისუფლების უფლებამოსილმა პირებმა გააკეთონ საჯარო განმარტება იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი ბაქოში პასპორტისა და პირადობის მოწმობის გარეშე.
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პირადად უზრუნველყოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ადვოკატისა და ოჯახის წევრების განცხადებაში გამოთქმული ბრალდებების შემოწმება და თუ დადასტურდება ამ საქმეში ქართული სპეცსამსახურების მონაწილეობა, გაატაროს შესაბამისი ზომები დანაშაულის მონაწილეთა სამსახურიდან გათავისუფლებისა და დაპატიმრების ჩათვლით.
  • გათავისუფლდეს წინასწარი პატიმრობიდან დემირელის კოლეჯის პედაგოგი  ემრე ჩაბუქი და მისი თურქეთში ექსტრადიციის მოთხოვნაზე პასუხი გაიცეს მხოლოდ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ასევე, თურქეთის ხელისუფლების მხრიდან პედაგოგის დანაშაულებრივი საქმიანობის დამამტკიცებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში. იმავდროულად, რამდენადაც არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს პოლიტკური მოტივით დევნასთან, აღნიშნული დოკუმენტაციის განხილვა მოხდეს საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადაცვითი ორგანიზაციების მონაწილეობით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^