Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იმნაძე: ოდენობის სამართლიანად განსაზღვრის შემთხვევაში, მაჭავარიანი ციხის დატოვებას შეძლებს

31 მაისი, 2017 17:17

„ლიბერალის“ მიერ სასჯელაღსრულების სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ივანე მაჭავარიანს 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა 0.00188 გრამი LSD-ს (ლიზერგიდი) შეძენა-შენახვისთვის აქვს შეფარდებული. ის სასჯელს 2012 წლის 21 დეკემბრიდან იხდის.

„ლიბერალთან“ საუბრისას „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) იურისტის, გურამ იმნაძის შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ ავტორობით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტი მიიღებს, ვანო მაჭავარიანი ციხიდან გამოსვლას შეძლებს.

იურისტის განმარტებით, იმის გამო, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით LSD-ს შემთხვევაშიც ოდენობა სწორად არაა განსაზღვრული, 0.00188 გრამი LSD განსაკუთრებით დიდი ოდენობის კატეგორიაში გავიდა და მას დაეკისრა ის მკაცრი სასჯელი, რასაც კანონი ითვალისწინებს.

„ლიზერგიდზე დადგენილია ასეთი ოდენობა, რომ 0.0002 გრამამდე ნებისმიერი ოდენობა მიიჩნევა დიდ ოდემობად. 0.0002 გრამზე მეტი ნებისმიერი ოდენობა კი განსაკუთრებით დიდ ოდენობად. ამ საქმეში ვანო მაჭავარიანს ჰქონდა 0.00188 გრამი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობა გამოდის, და შესაბამისად, გათვალისწინებულია 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა“,  - ამბობს იმნაძე.

რაც შეეხება „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ ავტორობით მომზადებულ კანონპროექტს, რომლის ინიცირებაც პარლამენტში უახლოეს მომავალში მოხდება, იმნაძის თქმით, პროექტში ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ნარკოტიკული ნივთიერების ოდენობის განსაზღვრაა, ვინაიდან ზოგადად ოდენობები ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა უსამართლო სანქციების. ზოგადი პრინციპით, მცირედ მიიჩნევა ის ოდენობა,  რაც საკმარისია 1 დღის საშუალო მოხმარების დოზისთვის.

„ჩვენი კანონპროექტის მიხედვით, ლიზერგიდის ეს ოდენობა (0.00188 გრამი) არ ჯდება მცირე ოდენობაში და ის მაინც გადადის სისხლის სამართლის დასჯად ქმედებაში, მაგრამ კანონპროექტით, აღნიშნული ოდენობა არ მიიჩნევა დიდ ოდენობად, არამედ იქნება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისთვის საწყისი ოდენობა, რისთვისაც კანონპროექტში გათვალისწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, 100-დან 400 საათამდე. თავისუფლების აღკვეთა არაა გათვალისწინებული ამ ოდენობის ლიზერგიდისთვის“, - ამბობს იმნაძე.

„2012 წელს მივდიოდი ე.წ. „მალჩიშნიკზე", საკუთარ „მალჩიშნიკზე" და მქონდა 2 დოზა LSD. სინამდვილეში რომ გითხრათ, არც ვიცოდი, რომ მიჭერდნენ, იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოში არსად არ იჭერენ ამაზე და არც გამიაზრებია თავში... ამიყვანეს, აღმომაჩნდა განსაკუთრებით დიდი ოდენობა, მომცეს 9.5 წელი“, - ვანო მაჭავარიანი, მსჯავრდებული. ამის შესახებ ის ეკა ხოფერიას ტოქშოუში ჰყვებოდა. ინტერვიუ №16 პენიტენციური დაწესებულებაში ჩაიწერა.

ის სასჯელს უკვე 3,5 წელია იხდის. 30 წლის იყო, როდესაც დაიჭირეს.

„მეორე დღეს უნდა მომეყვანა ცოლი. როდესაც 9.5 ნახევარს გაძლევენ, მგონი ცოტა ძნელია, უთხრა ვინმეს, დამელოდეო ან კიდევ მოელოდე, რომ დაგელოდოს. უბრალოდ ვუთხარი კარგად, შენ შენი გზა, მე ჩემი გზა... ძალიან გამიჭირდა, ძნელი იყო, ამ მომენტისთვის არავინ არ ჰყავს, ასე ვთქვათ, მელოდებასავით, მაგრამ მე არც მოკლევადიან პაემანს ვაკეთებ, არც გრძელვადიანს. ანუ არ მინახავს 3.5 წელი. ჩემთვისაც ძნელი იქნება ნახვა და მისთვისაც“, - ამბობს მაჭავარიანი.

LSD-ს მსგავსად, 203-დან 147 ნივთიერებაზე არაა განსაზღვრული მცირე ოდენობა. შესაბამისად, მისი ნებისმიერი მცირე დოზა დიდ ოდენობად მიიჩნევა.

ნარკოტიკების დოზები - სამართალწარმოება მცირე ოდენობების გარეშე

ნარკომოხმარების დეკრიმინალიზებისთვის - ნარკოპოლიტიკის პლატფორმის მომზადებული კანონპროექტი

წყარო: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^