აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის, რომ ამერიკა კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმებას გამოთიშოს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.
პარიზის შეთანხმება 2015 წლის 12 დეკემბერს პარიზში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში მიიღეს. შეთანხმებას ხელი გაეროს 195-მა ქვეყანამ მოაწერა, ნიკარაგუამ და სირიამ კი უარი განაცხადეს.
დონალდ ტრამპმა თავის ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ პარიზის შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.
პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილების შესახებ მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილების საფრთხეზე გლობალური რეაგირების გაძლიერებას.