Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მღებრიშვილი: მესაზღვრის გვერდის ავლით საზღვრის გადაკვეთის ალბათობა დაბალია, მაგრამ არსებობს

01 ივნისი, 2017 12:21

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მინისტრის განცხადებით, ალბათობა იმისა, რომ საზღვრის რომელიმე წერტილი ადამიანმა მესაზღვრის გვერდის ავლით გადაკვეთოს დაბალია, მაგრამ არსებობს. მღებრიშვილის თქმით, აზერბაიჯანის მხარის განცხადება, რომ მუხთარლიმ საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, ამ ეტაპზე საქმეში არსებული ერთადერთი ოფიციალურად და სამართლებრივად გამყარებული გარემოებაა

„მოგეხსენებათ, რომ ოჯახის წევრების მხრიდან აფგან მუხთარლის გაუჩინარების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სსკ 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს, გამოძიების ფარგლებში აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით შედგა კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან, აზერბაიჯანის შესაბამისი უწყებებისგან მივიღეთ ოფიციალური ინფორმაცია, რომ მათი მოქალაქე მუხთარლი დაკავებული იქნა აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლების მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბალატენსკის რაიონის მიმართულებით, საქართველოს მხრიდან სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და დიდი ოდენობით არადეკლარირებული უცხოური ვალუტის საქართველოდან აზერბაიჯანში კონტრაბანდის სახით გადატანის გამო.

საზოგადოებას გვინდა, ვამცნოთ, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიცია სახელმწიფო საზღვრის კონტროლს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს. აღნიშნული სტანდარტი გულისხმობს გამშვები პუნქტების გარდა ტერიტორიების ე.წ. მწვანე ზოლის სასაზღვრო პოლიციის მორიგე ჯგუფების მიერ კონტროლს. ალბათობა იმისა, რომ საზღვრის რომელიმე წერტილი ადამიანმა მესაზღვრის გვერდის ავლით გადაკვეთოს დაბალია, მაგრამ არსებობს.

აზერბაიჯანელი კოლეგების განცხადებით, აფგან მუხთარლის შემთხვევაში სწორედ მსგავს ფაქტთან გვაქვს საქმე. ამ ეტაპზე ეს არის საქმეში არსებული ერთადერთი ოფიციალურად და სამართლებრივად გამყარებული გარემოება  

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს მუხთარლის ჰქონდა საზღვრის გავლის წინასწარ შემუშავებული სქემა, რომ ეს არ იყო პრეცენდენტი და იგი რეგულარულად ახორციელებდა არადეკლარირებული ვალუტის კონტრაბანდული გზით შეტანას აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. ჩვენ ამ ეტაპზე ვერც უარვყოფთ და ვერც დავადასტურებთ ზემოთ ხსენებულ გარემოებებს, გამოძიებით ჯერჯერობით დადგენილი არ არის ამ ვერსიის უტყუარობა და ავთენტურობა, ასევე ჰქონდა თუ არა რაიმე წინასწარი ინფორმაცია აზერბაიჯანულ მხარეს და ახორციელებდნენ თუ არა ამ კონკრეტულ მონაკვეთზე გაძლიერებულ კონტროლს, პარალელურად განსხვავებულ ვერსიას გვთავაზობს აფგან მუხთარლის მეუღლე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი ლეილა მისტაფაევა და მუხთარლის ადვოკატი. ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თბილისიდან ძალის გამოყენებით გაიტაცეს, მისი თქმით, თავდამსხმელებს სამოქალაქო სამოსი ეცვათ და ვარაუდობს, რომ შესაძლოა საქართველოს სპეცსამსახურები ყოფილიყვნენ. სამწუხაროდ, მუხთარლის ადვოკატის განცხადება სრულიად ცალმხრივად და დაუსაბუთებლად აიტაცეს გარკვეულმა პირებმა და ყოველგვარი ფაქტობრივი მტკიცებულებების, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ხდება ამ ვერსიის ტირაჟირება. ჩვენ კარგად გვესმის ზოგიერთი ჩვენი მოქალაქისა და ორგანიზაციის ემოციური დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, თუმცა ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად არასწორად დაუშვებლად მიგვაჩნია საქმეზე წინასაწაი დასკვნების გაკეთება, მით უმეტეს ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების დისკრედიტაციის მცდელობა. ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვცეყანა, რომელიც მიისწრაფის ევროკავშირისა და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, იზიარებს მათ ფასეულობებს, აღიარებს კანონის უზენაესობას და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქმის ამგვარ ვერსიასთან საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს შემხებლობა არ აქვთ და არც შეიძლება ჰქონდეთ. ჩვენს ქვეყანაში აზერბაიჯანელი ეროვნების ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს და სახელმწიფო არასდროს დაინტერესებულა მათი დამოკიდებულებით აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი“, - განაცხადა შს მინისტრმა          

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^