Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ალექსანდრე ჯეჯელავა დარწმუნდა, რომ აფგან მუხთარლი ჟურნალისტია

01 ივნისი, 2017 12:24

„ჩემმა კოლეგებმაც დააზუსტეს. ეს ადმიანი იყო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ამავე დროს, თუმცა ჟურნალისტური გამოძიებების ავტორიც არის და შესაბამისად ორივე როლი ჰქონდა და ჟურნალისტი იყო" - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, ვიცეპრემიერმა ალექსანდრე ჟეჯელავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

ჯეჯელავამ გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდა, გადაემოწმებინათ, იყო თუ არა აფგან მუხთარლი ჟურნალისტი. 

აფგან მუხთარლის აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარპი პატიმრობა შეუფარდა. 

აზერბაიჯანის პროკურატურამ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ბრალი სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებით წაუყენა. 

აფგან მუხთარლი, რომელიც საქართველოში გაუჩინარდა, ამჟამად ბაქოშია დაკავებული. მისი თქმით, თბილისიდან მის გატაცებაში ქართული სპეცსამსახურებიც მონაწილეობდნენ. 

ადვოკატების თქმით, ჟურნალისტი ნაცემია და მას სავარაუდოდ ნეკნი აქვს გატეხილი. 

საქართველოს შსს გამოძიებას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით აწარმოებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^