Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კვირიკაშვილი: სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების დაზღვევა სავალდებულო გახდება

01 ივნისი, 2017 13:19

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონში ცვლილებების თანახმად, სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების დაზღვევა სავალდებულო გახდება.

„ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება შედის სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონში. ბოლო პერიოდში რამდენიმე ხანძარმა საკმაო ზარალი მიაყენა სავაჭრო ცენტრებს, მომხმარებლებს, მცირე და საშუალო ბიზნესს, თვითონ ამ ცენტრების მფლობელებს.
ჩვენ შემოგვაქვს ცვლილება, სახელმწიფო შეადგენს ნუსხას, ამ ნუსხაში გათვალისწინებულ ობიექტებს და მათ მფლობელებს სავალდებულო დაზღვევა მოეთხოვებათ, რადგან მესამე პირების მხრივ, სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების ნაწილში მიყენებული ზიანი იქნეს აუცილებელი წესით დაზღვეული. ჩვენ, სამწუხაროდ, წარსულში უარი ვთქვით არაერთ სავალდებულო დაზღვევის სახეობაზე და ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა. ვეცადოთ, რომ განვავითაროთ ცივილიზებული ფორმები, ის ფორმები, რომელიც ყველა განვითარებულ ქვეყანაში არსებობს. მხედველობაში მაქვს მესამე პირის მიმართ ჯანმრთელობის, სოცოცხლისა და ქონების ზიანის ანაზღაურება - ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა. იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისა და მცირე ბიზნესის ინტერესები იყოს დაცული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სავაჭრო ცენტრებისა და მსხვილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების მფლობელებსაც ექნებათ გაცილებით ნაკლები ტვირთი და გამოირიცხება ისეთი ფაქტები, რაც მოხდა ბოლო პერიოდში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^