Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საპატრიარქოს პირდაპირი წესით დაფინანსებას EMC საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

01 ივნისი, 2017 13:56

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" საპატრიარქოს პირდაპირი წესით დაფინანსებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

EMC-ის სარჩელი არადომინანტი რელიგიური რწმენის, ასევე ათეისტი, აგნოსტიკოსი და სეკულარისტი მართლმადიდებელი საქართველოს მოქალაქეების სახელით აქვს შეტანილი და მიიჩნევს, რომ საბიუჯეტო რესურსების არასეკულარული, წმინდა რელიგიური მიზნებისთვის გამოყენება არღვევს მოსარჩელე პირების რელიგიის თავისუფლებასა და საკუთრების უფლებას და ამავდროულად დისკრიმინაციულია. EMC უთითებს, რომ დაფინანსების არსებული პრაქტიკა წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებულ ნორმებთან და სამართლებრივი სახელმწიფოსა და სეკულარიზმის კონსტიტუციურ პრინციპებთან.

„2002 წლიდან საქართველოს საპატრიარქო სახელმწიფოსგან რეგულარულად იღებს საბიუჯეტო სუბსიდიებს. 2002 წლიდან 2017 წლის ჩათვლით სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის საფუძველზე ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს საპატრიარქოსათვის გამოყოფილმა პირდაპირმა დაფინანსებამ 260 672 200 ლარი შეადგინა. 2009 წლიდან 2013 წლამდე ყოველწლიურად გამოყოფილი თანხები 22–დან 27 მილიონამდე მერყეობდა, ხოლო 2013 წლიდან ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი სტაბილურად 25 მილიონს ითვალისწინებს საპატრიარქოს დაფინანსებისათვის. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის შესახებ კანონის საფუძველზე გაცემული სუბსიდიების გარდა, მართლმადიდებელი ეკლესია დამატებით ფინანსურ და მატერიაულ მხარდაჭერას იღებს მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებიდან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან. ამასთან, საქართველოს მთავრობა ეკლესიას რეგულარულად გადასცემს დიდი მასშტაბის უძრავ და მოძრავ ქონებას" - წერია EMC-ის განცხადებაში. 

ორგანიზაციის ინფორმაციით, საპატრიარქოს დაფინანსების პრაქტიკა არ შეესაბამება იმ კონსტიტუციურ შეთანხმებას, რომელიც სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2002 წელს გაფორმდა. 

შეთანხმება „ითვალისწინებს ეკლესიისთვის საბჭოთა პერიოდში მიყენებული მატერიალური ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებას. კონსტიტუციური შეთანხმებით, კომპენსაციის მასშტაბი ლიმიტირებულია და სახელმწიფო ზიანის ანაზღაურებას, როგორც ჩამორთმეული ქონების ნაწილის ფაქტობრივი მფლობელი კისრულობს. კონსტიტუციური შეთანხმების შესაბამისად, ეკლესიისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების  ფორმების, რაოდენობის, ვადების, ქონების ან მიწის გადაცემის საკითხები მხარეებს შორის პარიტეტულ საწყისებზე შექმნილ კომისიას უნდა განესაზღვა. იმის გამო, რომ მსგავს კომისიებს რეალურად არასდროს უმუშავიათ, სახელმწიფო ყოველგვარი დაანგარიშების გარეშე, ახორციელებს განუსაზღვრელი ოდენობის სუბსიდიების გადაცემას საპატრიარქოსთვის, რომელიც არ ეფუძნება განჭვრეტად, ობიექტურ, სამართლიან და ზიანთან დაკავშირებულ კრიტერიუმებს და მხოლოდ ხელისუფლების შიშველ პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებულია" - ნათქვამია EMC-ის განცხადებაში. 

EMC მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის შესახებ 2917 წლის კანონით 21 146 000  ლარის ფარგლებში  განსაზღვრული სახელმწიფო დაფინანსება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 (რელიგიის თავისუფლება), 21-ე (საკუთრების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის დაუშვებლობა) მუხლებს. EMC-ის მტკიცებით, ათეისტი, აგნოსტიკოსი და სეკულარისტი მართლმადიდებელი მოსარჩელე პირები დაბეგვრის შედეგად კონკრეტული რელიგიის დაფინანსებაში იძულებით მონაწილეობენ, რაც მათი რელიგიის თავისუფლებისა და საკუთრების უფლებაში არასეკულარული, არალეგიტიმური საჯარო მიზნით ჩარევას განაპირობებს და ამავდროულად დისკრიმინაციულია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^