მცხეთაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამარშრუტო ტაქსი განათების ბოძს დაეჯახა.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-მ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, ეს მუხლი გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას,რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.