შეერთებული შტატები პარიზის კლიმატის ცვლილებების შესახებ ხელშეკრულებას ეთიშება. ამის შესახებ განცხადება დონალდ ტრამპმა გუშინ გააკეთა. პრეზიდენტის თქმით, მისი ეს გადაწყვეტილება განპირობებეული იყო იმით, რომ ეს შეთანხმება საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს და ქვეყნის ეკონომიკას.
BBC-ის ცნობით, დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს განაცხადა, რომ ის ზომებს მიიღებდა ქვეყნაში ნავთობისა და ქვანახშირის მრეწველობის დასახმარებლად.
„ჩვენ გავდივართ... მე ამირჩიეს, რათა წარმოვადგინო პიტსბურგის მოსახლეობის ინტერესები და არა პარიზის. მე ხალხს დავპირდი, რომ გადაიხედებოდა ყველა ის მოლაპარაკება და შეთანხმება, რომელიც ამერიკის ინტერესს არ ემსახურება. ჩვენ არ გვინდა რომ სხვა ქვეყნებმა და მათმა ლიდერებმა ჩვენზე იცინონ და ასეც იქნება“,-განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, აშშ კლიმატის ცვლილებების შესახებ შეთანმხებას ხელახლა შეუერთდება იმ შემთხვევაში, თუ ამერიკისთვის სამართლიანი პირობები შეიქმნება.
პარიზის კლიმატის ცვლილების შესახებ ხელშეკრულებით, აშშ სხვა 187 ქვეყანასთან ერთად შეთანხმებული იყო, რომ უნდა ემუშავათ, რათა გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდა 2 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდულიყო პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით.
პარიზის შეთანხმება მიიღეს 2015 წლის 12 დეკემბერს, ქ. პარიზში, საფრანგეთში გაეროს კლიმატის ცვლილების კონვენციის ფარგლებში.
საქართველომ ხელშეკრულებას ხელი 2016 წლის 22 აპრილს, ქ.ნიუ-იორკში მოაწერა.