აზერბაიჯანის მესამე პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის მემორიალს თბილისში წითელი საღებავი შეასხეს.
უკვე მესამე დღეა, რაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გაუჩინარების შემდეგ თბილისში ჟურნალისტებისა და აქტივისტების საპროტესტო აქციები გრძელდება.
აფგან მუხთარლი, რომელიც საქართველოში გაუჩინარდა, ამჟამად ბაქოშია დაკავებული. მისი თქმით, თბილისიდან მის გატაცებაში ქართული სპეცსამსახურებიც მონაწილეობდნენ.
ადვოკატების თქმით, ჟურნალისტი ნაცემია და მას სავარაუდოდ ნეკნი აქვს გატეხილი.
საქართველოს შსს გამოძიებას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით აწარმოებს.
მუხთარლის სასამართლომ სამთვიანი წინასწარპი პატიმრობა შეუფარდა.
აზერბაიჯანის პროკურატურამ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ბრალი სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებით წაუყენა.