Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჰეიდარ ალიევის მემორიალისთვის საღებავის შესხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

03 ივნისი, 2017 12:19

ჰეიდარ ალიევის მემორიალისთვის წითელი საღებავის შესახმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სს კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც  გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

სამინისტროში აცხადებენ რომ ამ დროისთვის დაკავებული არავინაა, თუმცა საგამოძებო მოქმედებების ფარგლებში რამდენიმე ადმაიანია გამოკითხული. 

187-ე მუხლის დარღვევა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

აზერბაიჯანის მესამე პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის მემორიალს თბილისში წითელი საღებავი გუშინ შეასხეს.

უკვე რამდენიმე დღეა, რაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გაუჩინარების შემდეგ თბილისში ჟურნალისტებისა და აქტივისტების საპროტესტო აქციები გრძელდება. 

აფგან მუხთარლი, რომელიც საქართველოში გაუჩინარდა, ამჟამად ბაქოშია დაკავებული. მისი თქმით, თბილისიდან მის გატაცებაში ქართული სპეცსამსახურებიც მონაწილეობდნენ. 

ადვოკატების თქმით, ჟურნალისტი ნაცემია და მას სავარაუდოდ ნეკნი აქვს გატეხილი. 

საქართველოს შსს გამოძიებას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით აწარმოებს. 

მუხთარლის სასამართლომ სამთვიანი წინასწარპი პატიმრობა შეუფარდა. 

აზერბაიჯანის პროკურატურამ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ბრალი სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებით წაუყენა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^