Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადვოკატი: მუხთარლი 3-მა პირმა გაიტაცა, რომელთაგან 2 პოლიციის ფორმაში იყო, 1 - სამოქალაქოში

03 ივნისი, 2017 17:55

აზებბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თბილისში 3-მა პირმა გაიტაცა, რომელთაგან ორს პოლიციის ფორმა ეცვა, ერთი კი სამოქალაქო ფორმაში იყო ჩაცმული. 

„სახლშ მიდიოდა. დაშგინ აგარარლის ტელეფონიდან დარეკა სახლში და ცოლს ჰკითხა, რამე ხომ არ უნდოდა. წავიდა მაღაზიაში პურის საყიდლად, შემდეგ დაადგა სახლის გზას. ჭონქაძის ქუჩასთან ოპელის მარკის მანქანა გაჩერდა და სამი ადამიანი გადმოვიდა, რომელთაგან 2 პოლიციის ფორმაში იყო, ერთი - სამოქალაქო ტანსაცმელში. გადმოვიდნენ მანქანიდან და აიძულეს მანქანაში ჩამჯდარიყო" - თქვა ნემატ ქარიმლიმ, რომელმაც ბრიფინგი „ადამიანის უფლებათა სახლში" გამართა. 

მისი თქმით, მუხთარლის სცემეს, რისი შედეგიც მას სხეულზე აღენიშნება. მისი თქმით, ჟურნალისტმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რაც დამატებით ცემით დასრულდა.

ადვოკატი განმარტავს, რომ აზერბაიჯანში გადასვლამდე პირებმა, რომელთაგან რამდენიმე ქართულად საუბრობდა, ავტომობილი სამჯერ გამოიცვალეს.

ადვოკატი მოითხოვს, ჟურნალისტის საქმე მთავარმა პროკურატურამ გამოიძიოს.

აფგან მუხთარლი, რომელიც საქართველოში გაუჩინარდა, ამჟამად ბაქოშია დაკავებული. მისი თქმით, თბილისიდან მის გატაცებაში ქართული სპეცსამსახურებიც მონაწილეობდნენ. 

ადვოკატების თქმით, ჟურნალისტი ნაცემია და მას სავარაუდოდ ნეკნი აქვს გატეხილი. 

საქართველოს შსს გამოძიებას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით აწარმოებს. 

მუხთარლის სასამართლომ სამთვიანი წინასწარპი პატიმრობა შეუფარდა. 

აზერბაიჯანის პროკურატურამ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ბრალი სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებით წაუყენა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^