თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის, შიდა ქართლის მონაკვეთზე 4 ივნისს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - ამის შესახებ „ლიბერალს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. გამოძიება 276-ე მუხლის, მეხუთე ნაწილით უკვე დაიწყო.
შსს-ს ინფორმაციით, ავტომაგისტრალზე ერთ-ერთი ავტომანქანა სავალი გზიდან გადავიდა და სწორედ ამ ავტომობილის მძღოლია დაღუპული.