Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჟურნალისტების აფგან მუხთარლის საქმეზე ევროკავშირის ელჩს შეხვდნენ

05 ივნისი, 2017 13:13

თბილისიდან აზერბაიჯანში გატაცებული ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე დღეს ჟურნალისტების ნაწილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა. 

შეხვედრას ესწრებოდნენ: ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი, „ნეტგაზეთის“ რედაქტორი, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, „ლიბერალის“ რედაქტორი და „სტუდია მონიტორის“ წარმომადგენელი. 

ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებულ გამოძიებას და ამ საკითხზე მჭიდრო კონტაქტი აქვთ მთავრობაში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც თბილისში 2015 წლიდან ცხოვრობს 24 მაისს თბილისიდან გაიტაცეს, მეორე დღეს კი ის აზერბაიჯანში დააკავეს. 

აფგანის თქმით,მას საღამოს საათებში, თბილისში ჭონქაძის ქუჩაზე დახვადა სამი პირი, მათგან ორი სამართალდამცავების ფორმაში იყვნენ. მისივე თქმით, გამტაცებლებმა მას თავზე ტომარა ჩამოაცვეს, ასევე მიაყენეს ფიზიკური შერაცხყოფა. 

აზერბიაჯანის სასამართლომ მუხთარლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

აზერბაიჯანის პროკურატურამ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ბრალი სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებით წაუყენა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^