საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა მსოფლიოს მასშტაბით, საუკეთესო ბანკები გამოავლინა, საქართველოს ბანკი კი ფასიანი ქაღალდების მომსახურების კუთხით 2017 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა.
კაპიტალის ბაზრების შესახებ წამყვანი საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის 1987 წელს დაფუძნდა და 192 ქვეყანაში ჰყავს მკითხველი. ყოველწლიურად, Global Finance ასახელებს საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს მსოფლიოს მასშტაბით. Global Finance-ის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ-იორკში და აქვს ოფისები ლონდონსა და მილანში.