დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდასაჭერად 7 ივნისს, 11 საათზე მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართება.
აქციის ორგანიზატორები საქართველოს მთავრობას მოვუწოდებენ, არ დაუშვას მუსტაფა ემრე ჩაბუქის გადაცემა თურქეთის მთავრობისთვის, სადაც ის შესაძლოა პოლიტიკური დევნის, წამების/არაადამინური მოპყრობისა ან/და დასჯის მსხვერპლი გახდეს და არ მიეცეს სამართლიან მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა.
„გავერთიანდეთ მუსტაფა ემრე ჩაბუქის დასაცავად, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში პედაგოგიურ და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა და ხელი შევუწყოთ მისი უფლებების დაცვას საქართველოში,“ - ამბობენ აქციის ორგანიზატორები.
აქციის ორგანიზატორები არიან:
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
- საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო (TI)
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- თბილისის ადამაინის უფლებათა სახლი (HRHT)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრაციის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
- ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
- კონსტიტუციის 42-ე მუხლი