
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მსოფლიო უფრო სახიფათო გახდა, ვიდრე ოდესმე ყოფილა, რუსეთისა და ირანის ქმედებების გათვალისწინებით. ამის შესახებ მაიკლ პენსმა ატლანტიკურ საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
„რუსეთის მცდელობები - ძალის გამოყენებით შეცვალოს საერთაშორისო საზღვრები; ირანის მცდელობები - ახლო აღმოსავლეთში ვითარების დესტაბილიზების; ასევე, ტერორიზმის გლობალური საფრთხე. როგორც ჩანს, მსოფლიო უფრო სახიფათოა დღეს, ვიდრე ოდესმე ყოფილა საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ნატო-მ უნდა გააგრძელოს განვითარება, ძველი და ახალი მოწინააღმდეგეების გაძლიერების გათვალისწინებით, რათა დღეს და მომავალში აღნიშნულ გამოწვევებს დაუპირისპირდეს, განსაკუთრებით კი - ტერორიზმს.