ტელეანძის მონაცემები მუშავდება, გამოთხოვილია ვიდეოჩანაწერები, დაკითხულია ათეულობით მოწმე - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ აფგან მუხთარლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.
თალაკვაძე ფიქრობს, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიება ნორმალური ტემპით და გამჭვირვალედ მიმდინარეობს და შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიების დეტალებზე საზოგადოებას სრულ ინფორმაციას აწვდის.
„ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს არის ის, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში, მიმდინარეობს ტელეანძის მონაცემების დამუშავება, გამოთხოვილია ვიდეოჩანაწერები, დაკითხულია ათეულობით მოწმე, იგეგმება თავად ბატონი მუხთარლის დაკითხვა აზერბაიჯანის სასჯელაღსრულების სისტემის მიერ. ვფიქრობ, გამოძიება მიდის ნორმალური ტემპით და გამჭვირვალედ, საზოგადოება ამის შესახებ ინფორმირებულია", - განახადა არჩილ თალაკვაძემ.
რაც შეეხება ჟურნალისტის გატაცების ფაქტს, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მტკიცედ სჯერა,საქართველოს ხელისუფლება არც ერთი ფორმით მუხთარლის საქმეში არაა ჩართული.
თალაკვაძე მუხთარლის საქმეზე - გამოძიება მიდის ნორმალური ტემპით და გამჭვირვალედ
07 ივნისი, 2017
14:01
კომენტარები
ამავე რუბრიკაში
27
სექტემბერი
27
სექტემბერი
ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08
სექტემბერი
08
სექტემბერი
„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...
13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06
სექტემბერი
06
სექტემბერი
ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...
ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
27
თებერვალი
რუსეთის საბედისწერო პარადიგმა
ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი
ნაწილი I ...
13
თებერვალი
რუსეთის საბედისწერო პარადიგმა
ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი
ნაწილი ...
02
აგვისტო
კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყვიტოთ თვითგანადგურებ ...
„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ...
^