
აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად ლევან მაისურაძე დაინიშნა. იგი აქამდე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობდა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აჭარის პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი კახა ბუხრაძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის უფროსად გადაიყვანეს.
შსს-ში განმარტავენ, რომ შსს-ში საკადრო ცვლილებები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.