მიანმარის სამხედრო თვითმფრინავის ნაწილები ანდამანის ზღვაში იპოვეს. Al Jazeera-ს ცნობით, ბორტზე 100-ზე მეტი ჯარისკაცი და მათი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.
თვითმფრინავმა, რომელსაც დილიდან ეძებდნენ, ავიადისპეტჩერებთან კონტაქტი დაკარგა.
როგორც ცნობილია, ბორტზე 10-ზე მეტი ბავშვი იმყოფებოდა.
თვითმფრინავი ქალაქ მიეიკიდან იანგონში მიფრინავდა.