Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დავითაშვილი: ქართული სახელით უცხო ქვეყნიდან შემოსული ცხვარი ექსპორტზე ვეღარ გავა

08 ივნისი, 2017 15:34

დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს ცხვრის იმპორტთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ცვლილებები ქართველ მეცხვარეთა და ფერმერთა ინტერესების დაცვას ემსახურება.

მინისტრმა  აღნიშნა, რომ მთავარი ცვლილება ცხვრის ექსპორტთან დაკავშირებით კარანტინის წესების გამკაცრებაა.

„ცვლილებები უკავშირდება კარანტინის წესების გამკაცრებას. თქვენ იცით, რომ სამწუხარო პრაქტიკა არსებობდა, საქართველოში მეზობელი ქვეყნებიდან ცხვრის შემოყვანის. იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა მათ ქართულ ცხვარში ურევდნენ. რა თქმა უნდა, ეს ვეტერინარული თვალსაზრისით, რისკისშემცველია, ქართულ ცხვარში უცხო ცხვრის შერევა. კარანტინის წესები ახლა საკმაოდ მკაცრად გაკონტროლდება. შესაბამისად, ფაქტობრივად გამოირიცხება შემთხვევები, როცა საქართველოდან ქართულის სახელით გავა ექსპორტზე უცხო ქვეყნიდან შემოყვანილი ცხვარი.“ - განაცხადა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 27 მაისს სტუდია „მონიტორმა“ მოამზადა საგამოძიებო ფილმი ცხვრის ექსპორტთან დაკავშირებით. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^