Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ბირჟა მაფიას“ ბოლო კლიპს ვუკავშირებ დაკავებას - ოჯახის ახლობელი

09 ივნისი, 2017 12:26

ჰიპ-ჰოპ პროექტის „ბირჟა მაფიას“ ბოლო კლიპს უკავშირებს მიშკა მგალობლიშვილისა და Kay G (გიორგი ქებურია) დაკავებას ოჯახის ახლობელი. 

მისი ინფორმაციით, დაკავების წინა დღეს გიორგი ქებურიას შსს-დან დაურეკეს და კლიპის აღება მოსთხოვეს, რაზეც უარი თქვეს და მხოლოდ პოლიციელი დაფარეს. 

„როგორც ვიცი, წინა დღით დაურეკეს და სთხოვეს კლიპის წაშლა, ამათ არ წაუშლიათ, მაგრამ დაბლარეს პოლიციელი და აღარ ჩანდა და მეორე დღეს მოხდა ეს ამბავი. ვინ დაურეკა, ზუსტად არ ვიცი. ჩემი ინფორმაციით, შშს-დან პირადად მიშკას ესაუბრნენ“ - განუცხადა ოჯახის ახლობელმა „ლიბერალს“ 

ოფიციალური ინფორმაციით, შსს-მ „ბირჟა მაფიის“ წევრები, მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავა. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, ხოლო გ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას 2,3342 გრამი „მდმა“ ამოიღეს.

„შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-2 და მე-3 განყოფილებების თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ორი პირი - 1989 წელს დაბადებული მ.მ. და 1996 წელს დაბადებული გ.ქ. ნარკოდანაშაულისათვის თბილისში დააკავეს“.
შსს-ს ცნობით, გ.ქ. დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

 


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^