Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დაკავებული რეპერი ბრალს არ აღიარებს - მეუღლე დაკავებას ვიდეოკლიპს უკავშირებს

09 ივნისი, 2017 14:15

„ეჭვი მაქვს, რომ ჩემს ქმარს ნარკოტიკები ჩაუდეს, ან უბრალოდ ტყუილ ბრალდებას უყენებენ“ - ასე აფასებს რეპერის მეუღლე ერიკა კოუპლენდი მიშკა მგალობლიშვილის დაკავებას და აღნიშნავს, რომ მომხდარს კლიპს უკავშირებს, რომელიც 4 ივნისს გამოქვეყნდა და რომელშიც პოლიციელია გაშარჟებული. 

„ბირჟა მაფიის“ კიდევ ერთი დაკავებული წევრის, გიორგი ქებურიას ადვოკატი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ბრალი აღიარა, თუმცა, რამდენადაც მისთვის ცნობილია, ბრალს არ აღიარებს მიშკა მგალობლიშვილი და დუმილის უფლებით სარგებლობს. 

ჯერჯერობით, უცნობია, როდის გაიმართება დაკავებულთა სასამართლო პროცესი. 

მისი თქმით, მიშკა მგალობლიშვილს კლიპის ინტერნეტში განთავსებიდან მალევე დაუკავშირდა სავარაუდოდ ვიდეოკლიპის რეჟისორი, რომელმაც უთხრა, რომ თუკი კლიპს არ აიღებდნენ, ვიღაც სამსახურს დაკარგავდა.

„Adjaranet-მა გადაიღო და დაამონტაჟა ვიდეო. ვფიქრობ, რომ რეჟისორი იყო (დათო ჰქვია, მგონი), მიშკას დაურეკა და უთხრა, რომ ვიდეო უნდა წაეშალა, რადგან შესაძლო იყო, ვიღაც სამსახურიდან გაეთავისუფლებინათ“ - ამბობს კოუპლენდი. მისივე განმარტებით, პირს, რომელმაც მეუღლეს დაურეკა, არ უთქვამს, რომ მათ კლიპის აღება პოლიციამ მოსთხოვა.

კოუპლენდი ამბობს, რომ  ზარის შემდეგ მგალობლიშვილს კლიპი არ აუღია ინტერნეტსივრციდან, თუმცა კადრები, რომელზეც პოლიციელია გაშარჟებული დაფარა. 

„ჩემს ქმარს რომ სცოდნოდა, პოლიციასთან მოუვიდოდა უთანხმოება ამის გამო, ვიდეოს არ ატვირთავდა. ძალიან ვნერვიულობ, რადგან შეიძლება იმისთვის დაიჭირონ, რაც არ გაუკეთებია“ - ამბობს დაკავებული რეპერის მეუღლე.

„ბირჟა მაფიის“ წევრებს, მიშკა მგალობლიშვილსა და გიორგი ქებურიას, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ამას სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი ითვალისწინებს, რომლითაც მათ ბრალი წარედგინათ (სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტი).

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, ხოლო გ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას 2,3342 გრამი „მდმა“ ამოიღეს. შსს-ს ცნობით, გ.ქ. დანაშაულს აღიარებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^