
რამდენიმე წუთის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში დარეგისტრირდა პროცესი, სადაც მოსამართლე ბადრი შონის დაკავებული რეპერის, მიშკა მგალობლიშვილის აღმკვეთი ღონისძიების საკითხს განიხილავს. პროცესი 16:00 საათზეა ჩანიშნული.
„ეჭვი მაქვს, რომ ჩემს ქმარს ნარკოტიკები ჩაუდეს, ან უბრალოდ ტყუილ ბრალდებას უყენებენ“ - ასე აფასებს რეპერის მეუღლე ერიკა კოუპლენდი მიშკა მგალობლიშვილის დაკავებას და აღნიშნავს, რომ მომხდარს კლიპს უკავშირებს, რომელიც 4 ივნისს გამოქვეყნდა და რომელშიც პოლიციელია გაშარჟებული.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მგალობლიშვილს - ს პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, ხოლო გიორგი ქებურიას-ს ჩხრეკისას 2,3342 გრამი „მდმა“ ამოიღეს. შსს-ს ცნობით, გ.ქ. დანაშაულს აღიარებს. ბრალიოს დამტკიცების შემთხვევაში მათ 8-დან 20 წლამდე ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება. მგალობლიშვილი ბრალს არ აღიარებს.
„ჩემს ქმარს რომ სცოდნოდა, პოლიციასთან მოუვიდოდა უთანხმოება ამის გამო, ვიდეოს არ ატვირთავდა. ძალიან ვნერვიულობ, რადგან შეიძლება იმისთვის დაიჭირონ, რაც არ გაუკეთებია“ - ამბობს დაკავებული რეპერის მეუღლე.