Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

FlowFlow Magazine: გამოდის, რომ არ შემიძლია სიმღერა დავწერო იმაზე, რაც მაწუხებს

09 ივნისი, 2017 21:21

„გამოდის, რომ მე არ შემიძლია სიმღერა დავწერო რაღაცაზე, რაც მე მაწუხებს. საბჭოთა კავშირში, ან ჩრდილო კორეაში ხომ არ ვცხოვრობთ? ვართ ევროპულ ქვეყანაში, საქართველოში. ევროპაში, არტისტები იმაზე წერენ, რაზეც უნდათ" - პროექტ FlowFlow Magazine-ის წარმომადგენლები „ლიბერალთან" „ბირჟა მაფიის" წევრების დაკავების შესახებ საუბარობენ.

როგორც ისინი განმარტავენ, დღეს PVPBattle-ის ფინალი უნდა გამართულიყო, რომელშიც მონაწილეობა „ბირჟა მაფიასაც" უნდა მიეღო. 

„კიდევ სხვა ახალი გადაცემაც უნდა ჩაგვეწერა. მიშკას ვერ დავუკავშირდით. შემდეგ გავიგეთ, რომ მიშა და გიორგი დაიჭირეს იმიტომ, რომ ეს კლიპი დაიდო. ეს კლიპი რომ გამომიგზავნეს, არ იყო დაბლარული. შემდეგ ეს ინფორმაცია რომ გავრცელდა, უკვე დაბლარეს. ჩარჩოში ხომ ჩასვეს ბიჭებმა, არ ჩანს არაფერი, გამოხმაურება არ მოჰყვება... შემდეგ ვიგებთ, რომ აიყვანეს. ეგეთი ტიპები არ არიან... რის ნარკოტიკი, მით უმეტეს MDMA…" - ამბობენ FlowFlow Magazine-ის წარმომადგენლები.

მათი თქმით, ვაკის პარკში დღეს გამართული კონცერტით ჯგუფის დაკავებულ წევრებს სოლიდარობას უცხადებენ. 

„მუსიკა და პოლიტიკა ერთმანეთში არ უნდა ირეოდეს. ეს შემოქმედებაა და არტისტები ვინც ვართ, არ გვინდა, რომ ეს ერთმანეთს შეერიოს.  ხალხმა უნდა გაიგოს, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. ასე  არ შეიძლება რა. გამოდის, რომ მე არ შემიძლია სიმღერა დავწერო რაღაცაზე, რაც მე მაწუხებს. საბჭოთა კავშირში, ან ჩრდილო კორეაში ხომ არ ვცხოვრობთ? ვართ ევროპულ ქვეყანაში, საქართველოში. ევროპაში, არტისტები იმაზე წერენ, რაზეც უნდათ" - ამბობენ ვიდეო-ჟურნალის წარმომადგენლები. 

შსს-მ „ბირჟა მაფიის“ წევრები, მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავა. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, ხოლო გ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას 2,3342 გრამი „მდმა“ ამოიღეს. 

თავად ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ მათ დაპატიმრება ვიდეოკლიპს უკავშირდება, რომელშიც პოლიციელია გაშარჟებული.

დაკავებული რეპერი: მირტყამდნენ თავში, მაიძულებდნენ აღიარებას, რომ ნარკოტიკი ჩემი იყო

ორივე მათგანს დღეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

ხვალ, 10 ივნისს, 19:00 საათზე „ბირჟა მაფიას" რეპერების მხარდასაჭერად მოქალაქეები რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან პარლამენტის შენობამდე საპროტესტო მსვლელობა-აქციას მოაწყობენ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^