Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

LIVE ►„ძირს პოლიციური რეჟიმი"-ვაკის პარკში „ბირჟა მაფიის" მხარდამჭერი აქცია-კონცერტი იმართება

09 ივნისი, 2017 21:54

FlowFlow Magazine-ის ორგანიზებით, ვაკის პარკში „ბირჟა მაფიის" მხარდასაჭერად აქცია-კონცერტი იმართება. 

„ძირს ის პოლიციური სისტემა, რომელიც გვებრძვის და გვაშანტაჟებს. რაც მოხდება არის ის, რომ დასრულდება მათი თარეში. პოლიციური ტერორი - ძირს, პოლიციური ტერორი - ძირს!" - თქვა „თეთრი ხმაურის მოძრაობის" წარმომადგენელმა ბექა წიქარიშვილმა სცენაზე. 

„გამოდის, რომ მე არ შემიძლია სიმღერა დავწერო რაღაცაზე, რაც მე მაწუხებს. საბჭოთა კავშირში, ან ჩრდილო კორეაში ხომ არ ვცხოვრობთ? ვართ ევროპულ ქვეყანაში, საქართველოში. ევროპაში, არტისტები იმაზე წერენ, რაზეც უნდათ" - პროექტ FlowFlow Magazine-ის წარმომადგენლები „ლიბერალთან" „ბირჟა მაფიის" წევრების დაკავების შესახებ საუბარობენ.

შსს-მ „ბირჟა მაფიის“ წევრები, მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავა. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, ხოლო გ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას 2,3342 გრამი „მდმა“ ამოიღეს. 

თავად ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ მათ დაპატიმრება ვიდეოკლიპს უკავშირდება, რომელშიც პოლიციელია გაშარჟებული.

დაკავებული რეპერი: მირტყამდნენ თავში, მაიძულებდნენ აღიარებას, რომ ნარკოტიკი ჩემი იყო

ორივე მათგანს დღეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

ხვალ, 10 ივნისს, 19:00 საათზე „ბირჟა მაფიას" რეპერების მხარდასაჭერად მოქალაქეები რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან პარლამენტის შენობამდე საპროტესტო მსვლელობა-აქციას მოაწყობენ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^