Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„დაეტიეთ თქვენს კვადრატში" - აქცია მელიქიშვილზე ისტორიის ინსტიტუტის შენობის დასაცავად

10 ივნისი, 2017 15:19

მელიქიშვილის 10 ნომერში მოქალაქეები ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შენობის დასაცავად შეიკრიბნენ. 

„დაეტიეთ თქვენს კვადრატში", „ქალაქი ჩემია" - სწორედ ამ გზავნილებით შეიკრიბნენ მოქალაქეები აქციაზე, რომელსაც „ტფილისის ჰამქარი" და „პარტიზანი მებაღეები" უერთდებიან. 

თბილისში, მელიქიშვილის #10 ნომერში ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ადგილას კომპანია m2 მრავალფუნქციური შენობის მშენებლობას გეგმავს. სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია, რასაც სპეციალისტები, არასამთავრობო სექტორი და აქტივისტები აპროტესტებენ. 

„ეს არის შენობა, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ყველა კრიტერიუმით უნდა ჰქონდეს ძეგლის სტატუსი, სამწუხაროდ ამ ხნის განმავლობაში არცერთმა ხელისუფლებამ ეს სტატუსი არ მიანიჭა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რამდენჯერმე მივმართეთ სამინისტროს ამ მოთხოვნით, სტატუსი მაინც არ მიანიჭეს. ამასობაში ძეგლი გაიყიდა, დღეს მისი მფლობელი არის მ2 და მის მიერ წარმოადგენილი პროექტის მიხედვით ეს შენობა უნდა დაინგრეს, ეს იქნება კიდევ ერთი მაგალითი იმ ტენდენციისა რომელიც საქართველოში არსებობს ვანგრევთ ძველს, ისტორიულს, ვაშენებთ ახალს და გვინდა რომ ამ ახალს დაერქვას ისევ ძვალის სახელი. მოთხოვნა არის შემდეგი, სტატუსი მიენიჭოს შენობას, შეჩერდეს დემონტაჟი, რომლის ნებართვაც არ არის გაცემული“,- ამბობს  „ტიფლისის ჰამქრის“ წარმომადგენლი, ურბანისტი ცირა ელისაშვილი.

„ქართული სტილის" ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუში, ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის (ყოფილი ტუბერკულიოზის დისპანსერი) შენობა საფრთხეშია! ნაგებობა კომპანია m2-ს საკუთრებაა, რომელსაც მის ნაცვლად სასტუმროს აშენება აქვს განზრახული. უნებართვო დემონტაჟი დაწყებულია! ჩვენ სპეციალური დოკუმენტაციის წარდგენით ორჯერ მივმართეთ შესაბამის უწყებებს არქიტექტორ კ. ლეონტიევის მიერ1929-30-ან წლებში, აშენებული ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. თუმცა პასუხი არ მიგვიღია.
მივმართავთ ყველას, ვისაც ადარდებს თბილისის ბედი! ვინც ფიქრობს, რომ ქალაქი ჩვენია! ვინც იცის, რომ ინვესტიცია არ უნდა კლავდეს, ისტორიულ მემკვიდრეობას! განსაკუთრებით მივმართავთ მათ, ვინც წლების მანძილზე დადის ჰამქრის ტურებზე, რათა აღმოაჩინოს უცნობი თბილისი.. დღეს ქალაქს მელიქიშვილის 10-ში უჭირს" - ნათქვამია „ტფილისის ჰამქრის" განცხადებაში. 

უფრო ვრცლად ამ საკითხზე იხილეთ ქრისტინე მუჯირის სტატია: m2-ის სასტუმროს პროექტი ისტორიის ინსტიტუტის ადგილას და სამოქალაქო პროტესტი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^