მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გუშინდელ აქციას, რომელიც ჯგუფ „ბირჟა მაფიის“ წევრების მხარდასაჭერად გაიმართა. „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციას ათასობით ადამიანი შეუერთდა. ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს: „ვინმეს გჯერათ, რომ ეს ახალგაზრდები სიტყვის თავისუფლებისა და „აზრების" გამოთქმის გამო დაიჭირეს?“.
„რაზეა ალიაქოთი შექმნილი? ვინმეს გჯერათ, რომ ეს ახალგაზრდები სიტყვის თავისუფლების და „აზრების" გამოთქმის გამო დაიჭირეს? თუ გჯერათ, რომ წვიმა და ავდარში სპონტანურად გამოდის უცებ მოსახლეობა თბილისში და ... ბათუმში და ასეთი ორგანიზებულ სახე ეძლევა ამ ყველაფერს?
ერთი ვცადოთ და სხვანაირად ვუყუროთ ამ საქმეს? ვის აწყობს პოლიციის და ყველა სახელმწიფო უწყების (არაფერი რომ არ ვთქვათ ეკლესიაზე) ავტორიტეტის შელახვა... რომ პოლიციაში და სხვაგან ნავიონალები თავიანთ ბოლო სვლებს ახორციელებენ ეს ვიცით, რომ ძალოვან სტრუქტურებში ზოგი კიდევ მიყვება სხვა გეგმებს და ინსტრუქციებს ესეც უცნობი არაა ... ამას უნდა მართლაც გამოძიება, ფაქტების დადება და ამ საბოტაჟურ ქმედებების ერთხელდა სამუდამოდ ამოფრქვევა... ნარკოპოლიტიკა და ლიბერალიზაცია სხვა საკითხია ამ ცალკე ფაქტთან არ უნდა იყოს დაკავშირებული და დამოუკიდებლად ამ აჟიოტაჟისა მიღებული იქნას ჩვენ ქვეყნისთვის სათანადო გადაწყვეტილება ... ამ ახალ აგორებულ „სკანდალზე" არ უნდა დავიწყოთ უადგილო თვითკრიტიკა: არანაირი ცენზურა ამ ქვეყანაში აღარ არსებობს 5 წელია, სიტყვის და აზრის გამოთქმის გამო არავინ დაჭერილა ან დაჩაგრულა ....
აქ სხვა პოლიტიკური თამაშია და არც ახალგაზრდების თავისუფალი შემოქმედება (?!) არც ნარკოპოლიტიკის პარამეტრები არაფერ შუაშია!“ - წერს ის.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჯგუფი „ბირჟა მაფიის“ წევრები გიორგი ქებურია და მიშკა მგალობლიშვილი დააკავა. გუშინვე, ორივე მათგანს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ისინი ბრალს არ აღიარებენ და დაკავებას უკავშირებენ კლიპს, რომელშიც პოლიციელს აშარჟებენ.