
სომხეთის ციხეში ორი ქართველი პატიმარი შიმშილობს - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური გამოცემა heqt.am ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ზვიად ტოლორიანი და ედუარდ გუგაშვილი, რომლებიც სომხეთის ნუბარაშენის პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს 2015 წლიდან ძარცვის მცდელობისთვის იხდიან, 6 ივნისის შემდეგ შიმშილობენ.
პატიმრები სასამართლო ვერდიქტის გადახედვას მოითხოვენ.
სომხურ გამოცემას ტოლორიანის და დაუკავშირდა. ნონა ტოლორიანი ამბობს, რომ სურს, ძმა საქართველოში დააბრუნოს, თუმცა, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ექსტრადიცია გამორიცხულია.
მსჯავრდებულები მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც ერევანში ქალმა პოლიციას განუცხადა, რომ ორი მამაკაცი მის ბინაში ძარცვის მიზნით ცდილობდა შეღწევას.