Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თეა წულუკიანი: რეპი გულისხმობს ამა თუ იმ სახელმწიფო ინსტიტუტის გაშარჟებასაც

12 ივნისი, 2017 23:06

„ამ რგოლში, რომლის სქრინშოთებიც ვნახე დაბლარვამდე, ვერაფერი განსაკუთრებულად საგანგაშო ვერ დავინახე. გამოხატვის თავისუფლება, მით უმეტეს, როდესაც საქმე რეპთან გვაქვს, გულისხმობს იმასაც, რომ გაშარჟებული იქნეს ესა თუ ის სახელმწიფო ინსტიტუტი". - ამბობს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, „ბირჟა მაფიის“ საქმის კომენტირებისას.

მისი თქმით, ორი რამ უნდა გაიმიჯნოს - ერთი სისხლის სამართლის საქმე, მეორე თვითონ ვიდეორგოლი. - „რაც ეხება სისხლის სამართლის საქმეს, როგორც რიგით მოქალაქეს, ძალიან მიხარია, რომ მოსამართლესაც და პროკურორსაც, ჩემი გადასახედიდან, ჰქონდათ და აქვთ სწორი პოზიცია" - თქვა მინისტრმა.

„მეორე თემაა, თვითონ სახელმწიფო ინსტიტუტებმა, მე, ჩემნაირმა სხვა წარმომადგენლებმა, პოლიციელებმა, მოსამართლეებმა, პროკურორებმა, აღმასრულებლებმა - რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ახალგაზრდა თაობას არ გაუჩნდეს სურვილი, გაგვაშარჟოს. ჩემთვის ეს არის მთავარი თემა, რაზედაც ყველამ უნდა ვიმუშაოთ. ახალგაზრდა თაობას, ვინც რეპს მისდევს, მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ ყოველთვის არ ვიყავით დამოუკიდებელი ქვეყანა და პოლიცია, ჯარი არის ის ინსტიტუტები, რაც დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის პირველი ნიშანია. ამიტომ თუ მომავალში, ცოტა უფრო მეტი სიფრთხილით მოვეკიდებით ამ საკითხს, კარგი იქნება, თუ ვერ მოვეკიდებით, არც ეს არის პრობლემა - იმიტომ რომ ყველას გვაქვს გამოხატვის თავისუფლება.

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით თქვენ ნახეთ, რომ პრემიერ-მინისტრმა გააკეთა კარგი მოწოდება. მას ეს პოზიცია მთავრობის იმ სხდომაზეც ჰქონდა, როდესაც იუსტიციის სამინისტრომ, მისივე დავალებით, წარადგინა მარიხუანის ნაწილში ლიბერალიზაციის შესახებ ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ახლა პარლამენტშია. დროა, ჩვენ ყველამ ერთად - აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებებმა, დავაჩქაროთ ამ პაკეტის მიღება, ვნახოთ ამ რეფორმის შედეგები პრაქტიკაში მანამ, სანამ ვიფიქრებთ სხვა ნივთიერებების კუთხით ლიბერალიზაციის რეფორმაზე, მაგრამ ეს რეფორმა, რა თქმა უნდა, უნდა დაჩქარდეს" - ამბობს თეა წულუკიანი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^