მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახზე გაკეთებული ჟურნალისტური გამოძიებისთვის - „რუსთავი 2- ის განმხილველი მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის ოჯახს, მერიამ 1 მილიონი ლარის ქონება მისცა" -ნოდარ მელაძე ჯიპა-ფრიდმანის სპეციალური ვერცხლის პრიზის მფლობელი გახდა.
საუკეთესო ტელე-გამოძიებისათვის ფულადი პრიზითა და სიგელით დაჯილდოვდა ცქრიალა შერმადინი (სტუდია „მონიტორის") გამოძებისთვის “ქართული ცხვრის გასაჭირი” .
საუკეთესო ტელე-გამოძიებისათვის ფულადი პრიზითა და სიგელით დაჯილდოვდა ნამუშევარი ნათია ჩეხერიას (სტუდია „მონიტორი" ნამუშევარი „პოლიციური სისტემა მოქალაქის წინააღმდეგ”.
საუკეთესო ტელე-გამოძიებისათვის ფულადი პრიზითა და სიგელით დაჯილდოვდა ასევე სტუდია „მონიტორის" ნამუშევარი „აგენტი პროვოკატორი ხელისუფლების სამსახურში 2"
ჯიპა-ფრიდმანის საპატიო ჯილდო მიიღო სალომე ცეცხლაძის (სტუდია „მონიტორი") ნამუშევარმა “ბავშვები ჩვენი რელობიდან”
ჯიპა-ფრიდმანის საპატიო ჯილდო მიიღო ნამუშევარმა გიორგი გვიშიანის („რუსთავი 2) ნამუშევარმა „რა მოხდა გორის გვირაბთან"
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა ჯიპა-ფრიდმანის პრიზი, საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრების გამოსავლენად 2012 წელს დაარსა.