Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საზმაუს გადაცემების კონკურსისთვის საპილოტე გადაცემას შალვა რამიშვილიც ამზადებს

14 ივნისი, 2017 14:23

საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემების შესარჩევი კონკურსის მესამე ტურში საპილოტე გადაცემას შალვა რამიშვილიც ამზადებს. მიუხედავად იმისა, რომ რამიშვილის პროექტი „მედია-რენტგენი" მესამე ტურში ვერ გადავიდა, კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, გენერალურმა დირექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, მესამე ტურისთვის გადაცემის პილოტი მასაც ჩაეწერა. რაც იმას ნიშნავს, რომ „მედია-რენტგენს" მესამე ტურში გადასულ სხვა გადაცემებთან ერთად კომისია შეაფასებს. 

როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელში ამბობენ, მესამე ტურში სულ 15 პროექტი მოხვდა, თუმცა 3 პროექტთან დაკავშირებით კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რეკომენდაცია გაეწია გენერალურ დირექტორთან. გენერალურმა დირექტორმა განიხილა შესარჩევი კომისიის რეკომენდაცია და მიიღო გადაწყვეტილება, მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, მომზადდეს პილოტები აღნიშნულ 3 პროექტზე: „მედია-რენტგენი“ - შალვა რამიშვილი, „ხანმოკლე XX საუკუნე“ - ლექსო ქურხული და „ჩემი ქალაქის მეეზოვე“ - ზურაბ ინაშვილი. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგიული სამსახურის უფროსი ია ანთაძე „ლიბერალთან" ამბობს, რომ რეკომენდაციით გასული სამი პროექტი, კონკურსით მესამე ტურში გადასულ გადაცემებს კონკურენციას არ გაუწევს . 

„კომისია ხელმძღვანელობდა იმ პრინციპით, რომ მას მოეწონა 3 გადაცემა, ოღონდ მიიჩნია, რომ ზუსტად არ თავსდებოდა იმ გამოცხადებულ ჩარჩოში, რა მიმართულებითაც იყო ეს გადაცემები შემოტანილი. ამიტომ კომისიამ თქვა, რომ ეს არის კარგი გადაცემები და მიმართულების მიღმა, თუკი ტელევიზიას ექნება რესურსი და სურვილი, რომ დააფინანსოს ამ ტიპის გადაცემები, შესაძლებელია  მიიღოს ეს გადაწყვეტილება. მაგრამ მას შემდეგ, რაც დამზადდება პოლოტი. როცა კომისია პილოტის საფუძველზე კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ეს სამი პროექტი ან რომელიმე ამ სამიდან საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კარგი იქნება, ამის შემდეგ დირექტორი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

დიახ, ეს სამი გადაცემაც იმ ცხრასთან ერთად, რომელიც მოიგებს კონკურსს, შესაძლებელია, რომ მოხვდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბადეში. ანუ დათქმა იყო ასეთი, რომ რაკი ეს გადაცემები თავისთავად საინტერესოა, მაგრამ არ თავსდება მიმართულებაში, მაინც ვცადოთ, რომ მოვამზადოთ პილოტები თუკი იქნებოდა დირექტორის ნებართვა.  დირექტორმა გასცა ეს ნებართვა და პილოტები მზადდება, - ამბობს ია ანთაძე. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში 153 განაცხადი შევიდა. მსურველებმა განაცხადი 5 მიმართულების 9 გადაცემაზე წარადგინეს. კონკურსი სამ ეტაპს გულისხმობს. პირველ ტურში შერჩეული გადაცემების ავტორებს კომისიის წევრები მეორე ტურში გაესაუბრნენ, ხოლო მესამე ტური პილოტის მომზადებას გულისხმობს, რომლის შემდეგაც კომისია კონკურსში გამარჯვებულ გადაცემებს გამოაცხადებს. 

12-კაციანი კომისია, მესამე ტურში გადასული 15 გადაცემის ნაცვლად ახლა უკვე 18 გადაცემას შეაფასებს. კონკურსის შედეგები ივნისის ბოლოს გახდება ცნობილი. 

შალვა რამიშვილი ბოლო პერიოდში ტელეკომპანია „იმედში" მუშაობდა. მას ტელეკომპანიის ყოფილი თანამშრომელი თათია სამხარაძე სექსუალური ხასიათის შევიწროებაში სდებს ბრალს. საქმე სასამართლოშია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^