Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 7.0 პროცენტზე ტოვებს

14 ივნისი, 2017 13:19

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2017 წლის 14 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. 

გადაწყვეტილება ეყრდნობა მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც, მიწოდების მხრიდან მოქმედი ფაქტორების გავლენით, ინფლაცია 2017 წელს მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება. ბოლო თვეების განმავლობაში, ერთჯერადი ფაქტორების გავლენით,  ინფლაცია გაიზარდა და მაისში 6.6 პროცენტს მიაღწია. აქედან, თამბაქოს პროდუქტებსა და საწვავზე ფასების ზრდის წვლილი 2.6 პროცენტული პუნქტი იყო. ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა შეესაბამება არსებულ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც ინფლაციის ზრდა დროებითია, წლის მეორე ნახევარში შემცირების ტენდენცია ექნება და 2018 წელს მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება. ამასთანავე, ბოლო პერიოდში ინფლაციის მოლოდინებს შემცირების ტენდენცია აქვს. აქედან გამომდინარე, სხვა თანაბარ პირობებში, პოლიტიკის დამატებით გამკაცრების საჭიროება არ იკვეთება. დამატებითი შოკების არარსებობის შემთხვევაში, ინფლაციაზე მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნეიტრალურ დონემდე შემცირება.

მიმდინარე წელს სამომხმარებლო ფასებზე მოთხოვნის მხრიდან მოქმედი ფაქტორები კვლავ სუსტია და მშპ-ს ზრდა პოტენციურ დონეზე ნაკლებია. ბოლო პერიოდში ერთობლივი მოთხოვნის ინდიკატორები განსხვავებულ სიგნალებს იძლევა. ერთი მხრივ, აპრილში, წინასწარი შეფასებით, ეკონომიკური ზრდა წინა თვეებთან შედარებით, შენელდა, ხოლო, მეორე მხრივ, ექსპორტიდან, მათ შორის ტურიზმიდან, მიღებული შემოსავლები მაღალი ტემპით განაგრძობს ზრდას. ასევე, იზრდება საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა. საგარეო მოთხოვნის ზრდის ტენდენციის შენარჩუნების პირობებში, მოსალოდნელია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ეტაპობრივი შემცირება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2017 წლის 26 ივლისს გაიმართება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^