Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნაცემი სექსმუშაკის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო, ადვოკატი პროკურატურის ჩართვას ითხოვს

15 ივნისი, 2017 14:06

ნაცემი სექსმუშაკის საქმეზე პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს, "რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია". ამის შესახებ "ლიბერალს" საიას იურისტმა რევაზ აჭარაძემ განუცხადა. 

დაზარალებულის ინტერესების ერთ-ერთი დამცველი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, რევაზ აჭარაძე სარჩელს პროკურატურაში წარსადგენად ამზადებს და ამბობს, რომ ეს საქმე პოლიციამ არ უნდა გამოიძიოს. ამასთან მუხლის შესაბამისობაც არ მიაჩნია სწორად და ფიქრობს, რომ უფრო მეტი დამამძიმებელი გარემოება იკვეთება. 

შეგახსნებთ, რომ 21 წლის სექსმუშაკი ი.ლ. ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებს, მათ შორის, განყოფილების უფროსს სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ცემაში ადანაშაულებს. ექიმებმა მას ტვინის შერყევა დაუდგინეს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^