Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ევროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე რეზოლუცია მიიღო

15 ივნისი, 2017 14:42

ევროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე მომზადებული რეზოლუცია მიიღო. მასში ასევე საუბარია აზერბაიჯანში მედიის მდგომარეობის შესახებ. 

რეზოლუციაში დაგმობილია აზრებაიჯანელი ჟურნალისტის თბილისიდან გაუჩინარების ფაქტი და შემდგომ ბაქოში მისი დაკავება. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს სწრაფი, გამჭვირვალე გამოძიება, თუ როგორ გაუჩინარდა საქართველოდან აფგან მუხთარლი და როგორ მოხვდა ბაქოში. 

რეზოლუციის ტექსტის მიხედვით, საქართველო, როგორც ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის წევრი ქვეყანა, ვალდებულია, ქვეყანაში მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის  შექმნას უსაფრთხო ცხოვრების გარანტია. 

რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ მუხთარლის საქმე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ აზერბაიჯანში იდევნება კრიტიკული აზრი.

ევროპარლამენტი რეზოლუციით მოუწოდებს აზერბაიჯანს, უარი თქვას ყველა ბრალდებაზე და გაათავისუფლოს ჟურნალისტი, რათა ის დაუბრუნდეს ოჯახს საქართველოში. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც თბილისში 2015 წლიდან ცხოვრობს, ამბობს, რომ 24 მაისს თბილისიდან გაიტაცეს, მეორე დღეს კი აზერბაიჯანში დააკავეს. 

აფგანის თქმით, მას საღამოს საათებში თბილისში ჭონქაძის ქუჩაზე დახვდა სამი პირი, მათგან ორი სამართალდამცავის ფორმაში იყო ჩაცმული. გამტაცებლებმა თავზე ტომარა ჩამოაცვეს, ასევე მიაყენეს ფიზიკური შერაცხყოფა. 

აზერბაიჯანის სასამართლომ მუხთარლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

აზერბაიჯანის პროკურატურამ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებით წაუყენა ბრალი.

საქართველოს შსს მუხთარლის საქმეს თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით იძიებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^