Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თურქეთმა გაეროს მოსამართლეს 7-ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

15 ივნისი, 2017 15:34

BBC-ს ცნობით, თურქეთმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის მექანიზმის მოსამართლეს, აიდინ სეფა აკაის 7-ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ანკარის სასამართლომ აიდინ სეფა აკაის „ფეთხულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის“ წევრობაში დასდო ბრალი.

გაეროს სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის მექანიზმის ცნობით, აკაი ამჟამად გათავისუფლებულია, თუმცა თურქულმა მხარემ მას პასპორტი ჩამოართვა და ქვეყნის დატოვება აუკრძალა.

მოსამართლე თურქეთში 2016 წლის 21 სექტემბერს დააკავეს, გაეროს სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის მექანიზმის განცხადებით, თურქეთმა დაარღვია აკაის დიპლომატიური იმუნიტეტი, თურქული მხარე კი მიიჩნევს, რომ გაეროს ინსტანცია ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში უხეშად ერევა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^