პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტის თავმჯდომარეს საკონსტიტუციო ცვლილებებზე ერთობლივ მსჯელობას პრეზიდენტის სასახლეში სთავაზობს. ამის შესახებ დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა
„ფაქტი, რომ საკონსტიტუციო პროცესი ქვეყანაში არის საკმაოდ რთულ ფაზაში და იმისათვს, რომ ჩვენ რეალურად არ დავდგეთ ნულოვანი კონსენსუსის წინაშე ამ პროცესში, რომლის შესახებაც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით და ახლა უკვე ვენეციის კომისიაც მიგვითითებს, საჭიროა რეალური, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით ფართო ჩართულობას, პროცესის მაღალ ლეგიტიმაციას და შესაბმისად მივესალმებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ერთობლივ მსჯელობასთან დაკავშირებით და ვთავაზობთ, რომ აქ, პრეზიდენის სასახლეში გაიმართოს შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრეზიდენი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, სახალხო დამცვრლი, პოლიტიკური პარტიები, არასამთავობო ორგანიზაციები, ექსპერტები და ბიზნეს ასოციაციები და რომელი პროცესიც იქნება ფართოდ გაშუქებული მედიის მიერ, იმ პრობლემურ საკითხებზე, რომელიც დღეს ჩჳენ ხელს გვიშლის მივაღწიოთ რეალურ კონსენსუსს, ეს მსჯელობა საჭიროა სწორედ იმსათვის, რომ ეს უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი დოკუმენტი მივიღოთ არა ერთპარტიულად, არამედ ფართო კონსენსუსის საშუალებით“, - აცხადებს გიორგი აბაშიშვილი
17 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ის მზადაა, პრეზიდენტთან ერთად სატელევიზიო ეთერით გააცნონ საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები.