„კურიერის“ მთავარი გამოშვების წამყვანი, ზაალ უდუმაშვილი მაყურებელს დაემშვიდობა და პოლიტიკაში წასვლის შესახებ გადაწყვეტილება გააცნო.
„ეს არის ჩემი ბოლო მამართვა მაყურებლისადმი, როგორც „კურიერის“ წამყვანის. დღეს მე 25-წლიან სატელევიზიო კარიერას ვასრულებ, თუმცა თქვენთან ურთიერთობას უკვე არა ეკრანიდან, არამედ უშუალო ურთიერთობით განვაგრძობ.
ჩვენ, ამიერიდან, სატელევიზიო ეკრანი აღარ გაგყვყოფს. მე მივიღე გადაწყვეტილება და მივდივარ პოლიტიკაში. როგორც ჟურნალისტი მთელი ამ წლების განმავლობაში, მე თქვენი ყოველდღიური სტუმარი ვიყავი და გაწვდიდით ინფორმაციას ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. თუმცა ახლა ვთლვლი, რომ დადგა დრო, როდესაც თავად უნდა გავხდე პოლიტიკური პროცესების აქტიური მონაწილე და ჩემი წვლილი შევიტანო იმ ბრძოლაში, რომელიც ქვეყანაში ტოტალურ განუკითხაობას და ერთი კაცის მმართველობას დაასრულებს. ბრძოლის გამოცდილება კი მაქვს. გავიარე ძალიან საინტერესო წლები, როგორც ჟურნალისტმა და ამავე დროს შევიძინე უზარმაზარი გამოცდილება, თუ როგორ უნდა ებრძოლო უსამართლობას.
მე „რუსთავი 2-ის“ გუნდსა და თქვენთან ერთად ერთხელ უკვე გავიმარჯვე ამ ხელისუფლებასთან სრულიად უთანასწორო ბრძოლაში. თუმცა ქვეყანას ჯერ მთავარი ბრძოლა წინ აქვს და მე ვაპირებ თქვენთან ერთად და თქვენი სახელით შევიდე ამ ბრძოლაში და კიდევ ერთხელ გავიმარჯვო და ამჯერად, თბილისის მერის არჩევნებში დავამარცხო ივანიშვილის კორუმპირებული და ანტიდემოკრატიული რეჟიმი", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.