Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კანონპროექტით, მარიხუანის მოხმარებაზე ჯარიმა 300-ის ნაცვლად ისევ 500 ლარით განისაზღვრება

21 ივნისი, 2017 13:05

მარიხუანასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს ავტორობით მომზადებული კანონპროექტიდან კულტივირების შესახებ ჩანაწერი ამოიღეს. გარდა ამისა, ინიცირებული კანონპროექტი მარიხუანის მოხმარებაზე ჯარიმის შემცირებას ითვალისწინებდა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ მის შემცირებაზე უარი თქვეს. 

კერძოდ, ინიცირებულ ვერსიაში აღნიშნული იყო, რომ მცენარე კანაფისა და მარიხუანას მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, გამოიწვევდა დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

თუმცა, როგორც „ლიბერალს“ იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ შემთხვევაში ჯარიმის რაოდენობა შეიცვალა და ისევ 500 ლარი იქნება. სამინისტროში აცხადებენ, რომ პარლამენტმა პირველი მოსმენით კანონპროექტს მხარი სწორედ ამ სახით დაუჭირა.

„ლიბერალთან“ საუბრისას ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ კულტივირებასთან დაკავშირებით ჩანაწერების ამოღებას ერთ-ერთი ინიციატორი თავადაც იყო, თუმცა საკითხი უმრავლესობაში შეთანხმდა.

„კანონპროექტიდან საერთოდ ამოღებულია 265-ე მუხლი. ვფიქრობ ეს სწორია, რადგან ჩვენ თუ მარიხუანის სათბურების შექმნაზე ვიზრუნეთ, მიზანს ავცდებით და სახიფათო შედეგს მივიღებთ. მივიღებთ იმას, რომ მარიხუანის მომხმარებელთა რაოდენობა მოიმატებს და მარიხუანა იქნება უკიდეგანოდ ლეგალიზებული. სამართლებრივი რეგულაციები უნდა ემსახურებოდეს ორ მიზანს - ერთი, რომ არ დავიჭიროთ [მოხმარებისთვის], მეორე, რომ არ გავავრცელოთ“,- ამბობს ხუნდაძე.

რაც შეეხება კანონპროექტში მოხმარებისთვის ჯარიმის 300-დან 500 ლარამდე გაზრდას, ხუნდაძე აღნიშნულ ცვლილებასაც საჭიროდ მიიჩნევს.

„ჩვენ მივიღეთ თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი. თამბაქოს შემთხვევაში საჯარიმო სანქცია (იურიდიულ პირზე) 500 ლარია , მარიხუანის შემთხვევაში კი კანონპროექტით 300 ლარი იყო გათვალისწინებული. აქაც შეიცვალა საჯარიმო სანქცია“, - განაცხადა ხუნდაძემ.

კანონპროექტის პირველადი ვერსიით, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვაზე, მოყვანაზე ან კულტივირებაზე თავისუფლების აღკვეთა უქმდებოდა.

თანდაპირველ ვერსიაში გათვალისწინებული იყო, რომ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება დაისჯებოდა ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 160-დან  220 საათამდე. დღეს მოქმედი კანონის მიხედვით, იგივე ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2-დან 5 წლამდე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^