Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიორგი მამალაძის ძმა: მამა დავით ჭინჭარაული ცდილობდა, რომ პატრიარქთან საუბრი შეგვეწყვიტა

21 ივნისი, 2017 14:18

დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ოჯახი პატრიარქს შეხვდა. მამალაძის ოჯახმა საპატრიარქო რამდენიმე წუთის წინ დატოვა. გიორგი მამალაძის ძმის,თორნიკე მამალაძის თქმით შეხვედრა იწერებოდა არასწორი ინფორმაციის გავრცელების თავიდან ასარიდებლად

„ჩვენ ტყუილის თქმა არ გვჭირდება. პატრიარქმა დააფიქსირა იგივე პოზიოცია და თქვა, რომ მე მამა გიროგისგან არ მსმენია ცუდიო. ეს ყველაფერი არის საქართველოს დისკრედიტაციის საქმე.  მამა გიორგის დაჭერა საქართველოს დისკრედიტაციისაკენ არის მიმართული. აქედან გამომდინარე ცდილობდნენ პატრიარქის საუბარიც შეეწყვიტათ და სიტყვას აწყვეტინებდნენ. პატრიარქმა დაგვლოცა, ჩვენი სიტყვა მოისმინა, პატრიარქმა ჩემი ინტერვიუ გამახსენა, რომელიც ასავალ-დასავალში დაიბეჭდა. სხვა არაფერი არ უკითხავს ჩემს ინტერვიუსთან დაკავშირებით,“ - აცხადებს თორნიკე მამალაძე. 

თორნიკე მამალაძის განცხადებით, საქართველოს პატრიარქს არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მამა გიორგი მამალაძე ზიარებას უკვე ოთხი თვეა უშედეგოდ ითხოვს. მამალაძს განცხადებით,  ამ ინფორმაციის ილია მეორისთვის მიწოდება სცადა, თუმცა მათ სიტყვა მამა დავით ჯინჭარაულმა შეაწყვეტინა.

„დავით ჯინჭარაულმა თქვა, რომ ხვალ ზეგ შევალთ და ვაზარებთო, რათა არ გვეთქვა, რომ მამა გიორგი ოთხი თვეა ითხოვს  ზიარებას,“-აცხადებს თორნიკე მამალაძე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^