Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები აირჩია

21 ივნისი, 2017 15:46

დღეს პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს ოთხი არამოსამართლე წევრი აირჩია.

ესენია:

ნაზი ჯანეზაშვილი 108 ხმით

ირმა გელაშვილი - 100 ხმით

ლევან გზირიშვილი - 93 ხმით

ზაზა ხარებავა - 84 ხმით

ისინი უმაღლეს საბჭოში ევა გოცირიძეს, კახა სოფრომაძეს, ვახტანგ თორდიას და გოჩა მამულაშვილს ჩაანაცვლებენ. აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის გარდა, ნაზი ჯანეზაშვილს მხარდაჭერა „ევროპულმა საქართველომ" გამოუცხადა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ოთო კახიძის განცხადებით, კანდიდატების აბსოლუტურ უმრავლესობას არავითარი ხედვა არ წარმოუდგენია, რა პრობლემებია მართლმსაჯულების სისტემაში და როგორ უნდა დავძლიოთ გამოწვევები.

„საპარლამენტო უმცირესობა „ევროპული საქართველო“ შეჯერდა მხარი დაუჭიროს ქალბატონ ნაზი ჯანეზაშვილს რომელიც სამოქალაქო სექტორიდანაა და არის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი. მან წარმოადგინა საკუთარი ხედვა როგორ უნდა გაუმჯობესდეს გარკვეულწილად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა. თუმცა ერთი ადამიანი ამისთვის საკმარისი არ იქნება“, - განაცხადა კახიძემ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს  საბჭოს 15 წევრი ჰყავს. საერთო სასამართლოებს საბჭოში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 8 წევრი, მათ შორის, უმაღლესი საბჭოს მდივანი წარმოადგენენ. საბჭოს მოსამართლე წევრებს 24 ივნისს გამართულ მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე აირჩევენ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 წევრს ფარული კენჭისყრით ირჩევს პარლამენტი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ წევრს კონკურსის საფუძველზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. პარლამენტმა უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. იგივე წესია პრეზიდენტის მიერ დასანიშნი კანდიდატის შემთხვევაშიც.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. ერთი და იგივე პირი წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს ზედიზედ ორჯერ.

წარმოგიდგენთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლად არჩეული წევრების ბიოგრაფიებს:

ნაზი ჯანეზაშვილი:

განათლება    

ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, ​ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, აშშ; ამერიკის შეერთებული შტატების  სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული ჰუბერტ ჰამფრის სახელობის სტიპენდიების პროგრამა აგვისტო, 2016 - ივნისი, 2017   

მონტანას უნივერსიტეტი, ​მიზულა, მონტანა, აშშ; ინგლისური ენის ინსტიტუტი, აპრილი - აგვისტო, 2016    

კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, ​თბილისი, საქართველო; დოქტორანტი, თებერვალი, 2010 - დღემდე   

კოლუმბიის უნივერსიტეტი, ​ნიუ იორკი; აშშ ადამიანის უფლებათა ადვოკატების პროგრამა,​ დაფინანსებული ღია საზოგადოების ფონდების მიერ, აგვისტო - დეკემბერი, 2009

ვარშავის უნივერსიტეტი, სამართლისა და ადმინისტრირების დეპარტამენტი, ​ვარშავა, პოლონეთი; ლეინ კირკლენდის სახელობის სტიპენდიების პროგრამა, სექტემბერი, 2008 - ივნისი, 2009   


სამუშაო გამოცდილება

შტატის სასამართლოების ეროვნული ცენტრი, ​არლინგტონი, ვირჯინია, აშშ; სამართლებრივი მკვლევარი, პროფესიული თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში (Professional Affilation Program), იანვარი - ივნისი, 2017

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“​, ​თბილისი, საქართველო; სამართლებრივი ექსპერტი მაისი, 2015 წ. - დეკემბერი, 2017    

ასოციაცია - საქართველოს მოსამართლეთა ერთობა​, ​თბილისი, საქართველო; აღმასრულებელი დირექტორი, ოქტომბერი, 2013 - მარტი, 2016    

ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“, სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისი, ​თბილისი, საქართველო; ევროკავშირის, ღია საზოგადოების ფონდების და ევროპის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების კოორდინატორი, თებერვალი, 2013 - დეკემბერი, 2015     

არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, ​თბილისი, საქართველო; აღმასრულებელი დირექტორი, იანვარი, 2011 - თებერვალი, 2013    

არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, ​თბილისი, საქართველო; გამგეობის თავმჯდომარე, თებერვალი, 2010 ​-​ დეკემბერი, 201​0           

​ადამიანის უფლებათა პოლონეთის ჰელსინკის ფონდი, ​ვარშავა, პოლონეთი; სტაჟიორი/პროექტის კოორდინატორი, მარტი - ივნისი, 2009   

სხვა პროფესიული გამოცდილება      

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია, ​ წევრი, ნოემბერი, 2015 - მარტი, 2016    

ოჯახში​ ​ძალადობის​ ​მსხვერპლის​ ​სტატუსის​ ​განმსაზღვრელი​ ​ჯგუფი, საუწყებათაშორისო საბჭო, ​ წევრი, თებერვალი, 2015 - მარტი, 2016   

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი, ​ პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრი/ექსპერტი,
ივლისი, 2013 -  დეკემბერი, 2014   

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი, საქართველოს ეროვნული პლატფორმა, პირველი სამუშაო ჯგუფი „დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეფექტური მმართველობა და სტაბილურობა“, ​ თანაკოორდინატორი და საკოორდინაციო საბჭოს წევრი, დეკემბერი, 2012 -  იანვარი, 2014 

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, ​ მმართველი საბჭოს წევრი, მაისი, 2011 - თებერვალი, 2013    

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი, ​ გამგეობის წევრი/თანადამფუძნებელი, სექტემბერი, 2010 - თებერვალი, 2013   

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ​ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართალში, მაისი, 2006

ლევან გზირიშვილი: 

განათლება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის მიმართულება

  • მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე (1999 - 2003)
  • ხაშურის რ-ის პროკურორი (1997 - 1999)
  • კასპის რ-ის პროკურორი (1993 - 1997)
  • საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა საგამოძიებო განყოფილების პროკურორი (1991 - 1993)
  • საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორი (1991 - 1991)
  • კასპის რ-ის პროკურორი (1990 - 1991)
  • საქართველოს სსრ პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს პროკურორი (1986 - 1999)
  • გორის რ-ის პროკურორის თანაშემწე (1985 - 1986)
  • გორის რაიპროკურატურის გამომძიებელი (1985 - 1985)
  • გორის რაიონის პროკურატურის სტაჟიორ-გამომძიებელი (1984 - 1985)
  • ადიგენის რ-ის პროკურატურის სტაჟიორი (1983 - 1984)
  • თსუ იურიდიული ფაკულტეტის საღამოს განყოფილებიდან დღის განყოფილებაზე სტუდენტი (1980 - 1983)
  • საქკონსერვმრეწვის კასპის ხილკენკროვანი ღვინის ქარხნის იურისტ-პრეტენზიონისტი (1978 - 1980)
  • თბილისის წიგნის ფსბრიკის დამხმარე მუშა (1977 - 1978)
  • საქართველოს შსს შრომა-გასწორების სამმართველოს კონტროლიორი (1977 - 1977)
  • მცხეთის რაიკოოპვაჭრობის მშენებლობის მუშა (1976 - 1977)

 იყო მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი, კასპის მაჟორიტარი დეპუტატი(2004-2008 წლებში).

ირმა გელაშვილი:

განათლება

  • 1997-2002 წლები - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი
  • 2003-2006 წლები - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტი
  • 2006-2012 წლები - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი

გამოცდილება

  • 2002-2003 წლებში - სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის პედაგოგიური უნივერსიტეტის მასწავლებელი
  • 2002-2003 წლებში - იურიდიული ფირმა „თემიდა“, იურისტი
  • 2005-2012 წლებში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი
  • 2006-2012 წლებში - „ყაზტრანსგაზ-თბილსის“ იურიდიული დეპარტამენტის მთავარი იურისტი
  • 2006-2008 წლებში -  შპს „ჰიდროსერვისის“ იურისტი
  • 2003-2005 წლებში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი
  • 2012 წლიდან დღემდე - საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
  • 2013 წლის ოქტომბრიდან დღემდე - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი
  • 2014 წლიდან დღემდე - შსს-ს აკადემია, ასოცირებული პროფესორი
  • 2013-2016 წლები - კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, მოწვეული ლექტორი
  • 2016 წელს - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, მოწვეული ლექტორი
  • 2016 წელს - „ყაზტრანსგაზ-თბილსი“, ადმინისტრაციის უფროსი
  • 2015-2016 წელს - საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, ადმინისტრაციის უფროსი

ზაზა ხარებავა:

განათლება

  • 1991-1998 წლები - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი
  • 2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა  საკვალიფიკაციო გამოცდა
  • 2005 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით

სამუშაო გამოცდილება:

  • 1994-1999 წლებში - სამტრედიის რაიონული სასამართლოს აღმასრულებელი
  • 1999-2009 წლებში - სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე
  • 2009-2017 წლებში - ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი
  • 2012-2017 წლებში - „ქართული გრანიტის“ იურისტი
  • 2014-2015 წლებში - „საგზაო მშენებლობა ალტკომის“ ფილიალი საქართველოში, იურისტი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^